x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115032
  • ვიდეო:354137
  • სურათი:488891
მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!
imageმაყვალი შეიცავს ნუტრეინებსა და სამკურნალო ნივთიერებებს. მათ შორის: საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას, ლიმონმჟავას, ღვინის მჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს. ვიტამინებს: B, C, E, K, P, PP და სასარგებლო წიაღისეულს: კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, პექტინს. სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს. მის შემადგენლობაში შედის მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი და ა.შ. ხალხურ მედიცინაში, მაყვალი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად და ვიტამინების მარაგის შესავსებად.


რატომ უნდა მივირთვათ მაყვალი:

1.ათეროსკლეროზის დროს, მისი ნებისმიერი სახით მიღება სასარგებლოა;

2.აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;


3.მაყვლის ფაფა სასარგებლოა ეგზემისა და კანის ანთების დროს;

4.ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს;

5.გამოიყენება ანგინისა და სტომატიტის სამკურნალოდ.


image



მაყვლის ფოთლების სამკურნალო თვისებები:


შარდ სასქესო დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება . ასეთ შემთხვევაში მაყვლის გამხმარ 2ს.კ ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. გადაწუროთ და დღეში 3ჯერ, ჭამამდე, მიირთვათ.



გასტრიტის, დიარეის, საკვებით მოწამვლის, დიზენტერიის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ: 1 სუფრის კოვზ ხმელ ნედლეულს, დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი, 3 საათის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისა და ენტეროკოლიტის შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული, ყოველ 2 საათში.



ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს: 20 გრამ მაყვლის ფოთოლსა და ფესვს, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. 3 საათის შემდეგ გადაწურეთ და მასა ისევ იმდენი გახდება, რაც დუღილამდე იყო. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი, 3-4 ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.



შაქრიანი დიაბეტის დროს: მიირთვით ნებისმიერი რაოდენობის მაყვალი. გარდა ამისა, შეგიძლიათ ნაყენიც მომზადოთ : 2 სუფრის კოვზ ხმელ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 30 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ სამ ულუფად.


image


მაყვლის ფოთლების წვენი ასევე გამოიყენება: ტრაქეიტის, ბრონქიტის, ვირუსული ინფექციის, ანემიის, გინეკოლოგიური დაავადებების, კოლიტისა და დიზენტერიის დროს. მას აქვს სედაციური და მატონიზირებელი ეფექტი. ფოთლების ნახარში გამოიყენება ჭრილობების, დერმატიტის, ვენური წყლულების, ჰერპესის, ეგზემის, დაავადებული ღრძილების, ყელის ტკივილის, ფარინგიტისა და სტომატიტის სამკურნალოდ.













იხილეთ აგრეთვე:

თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები

0
9384
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
9384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0