x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა!
image



ჯანსაღი იმუნიტეტი ეს არის გასაღები, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კეთილდღეობისა. 21-ე საუკუნეში ადამიანის იმუნიტეტი საკმაოდ დასუსტებულია. დაბინძურებული გარემო, გენმოდიფიცირებული საკვები, მუდმივი სტრესი, მავნე ჩვევები- ეს ყველაფერი იწვევს ორგანიზმის გადაძაბვასა და თავდაცვითი მექანიზმის დასუსტებას. ჩვენ, ყველას გვაინტერესებს როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მუდმივად ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ენერგიით სავსენი ვიყოთ. ამის ერთადერთი გზა იმუნიტეტის გაძლიერებაა. ეს ძალიან მარტივი ხერხები ნაკლებ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, შედეგად კი ჯანსაღ იმუნიტეტს მიიღებთ.



image



კვება: პირველ რიგში უარი თქვით, ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებაზე. მის მაგივრად კი, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული მიირთივით. აურიეთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ხილი ან ბოსტნეული და დღეში 4-5 ჯერ მიირთვით. იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიირთვით კენკრისა და ციტრუსების ჩაი. მაგალითად: მალინის, ლიმონის, მოცხარის ან მაყვლის ჩაი.



image



ფიზიკური აქტივობა: იდეალური იქნება, თუ სუფთა ჰაერზე გახვალთ და ივარჯიშებთ. სირბილი, ველოსიპედით სიარული, ფეხით გასეირნება- იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი ხელს უწყობენ სისხლის ცირკულაციას, მის მიმოქცევას და ამაღლებენ განწყობას.


image


მეტი მზის სხივი: მზე- სიცოცხლის წყაროა. მისი სხივების ქვეშ ადამიანი იმუხტება ენერგიით, ტვინი მშვიდდება და ორგანიზმის აწვდის სიგნალს, რომ გამოყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონები. მათ შორის ენდორფინი (ბედნიერებისა სიხარულის ჰორმონი).

image



წყლის ბალანსი: წყლის მიღება მნიშვნელოვანია, ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად. ორგანიზმის გაუწყლოება იწვევს, ბევრ დაავადებას, ამიტომ დღის განმავლობაში საჭიროა 2-2, 5 ლიტრი წყლის მიღება.



image

მშვიდი ძილი: დღესდღეობით თითქმის ყველა ადამიანი განიცდის დროის დეფიციტსა და უძილობას. გონებრივი გადაძაბვისას ორგანიზმი ვერ ახდენს ძილზე კონცენტრირებას და ადამიანის, ღამით, შფოთიანობა ეწყება. კვლევებმა აჩვენა, რომ სამი დღის უძილობის შემდეგ, ადამიანის დამცავი ფუნქციები 30%-მდე ეცემა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრების წესად აქვს უძილობა. ასეთი ადამიანები, ხშირად ავადდებიან. აუცილებლად გამოიძინეთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი.



image

შეინარჩუნეთ სიმშვიდე: სტრესი და ნევროზი- იმუნიტეტის ყველაზე ძლიერი მტრები არიან. "სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე"- კარგი იქნება თუ ამ სიტყვებს დიდი ასოებით ამობეჭდავთ და საწოლის თავთან, სამუშაო კაბინეტში ან სახლში გააკრავთ. დაკავდით იმ საქმიანობით, რაც გამშვიდებთ. მაგალითად: წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმს, შეხვდით მეგობრებს და ა.შ სპეციალური მედიტაცია და დამამშვიდებელი პროცედურები, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის.



image

ცხელი აბაზანა: 38-40 გრადუს წყალზე ორგანიზმი მშვიდდება, სისხლის მიმოქცევას ეწყობა ხელი და ტონუსში მოდის. ამ პროცედურის ჩატარება ყოველდღიურად, 10-15 წუთის განმავლობაშია რეკომენდირებული.


image



კონტრასტი: იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო საშუალებაა, დილით, სუფთა ჰაერზე გასეირნება, შემდეგ კი შხაპის მიღება. შედეგად ორგანიზმი იმუხტება ენერგიით, გექმნებათ ამაღლებული განწყობა, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.



image



საუნა: რამდენიმე კვირაში ერთხელ მიიღეთ ორთქლის აბაზანა. თქვენი იმუნიტეტი საოცრად გაძლიერდება. ორთქლის აბაზანა, ორგანიზმის გასაჯანსაღებელი, ბევრად უფრო ეფექტური პროცედურაა, ვიდრე წყლის აბაზანა.


იმისათვის, რომ მუდმივად არ იფიქროთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ჰარმონია. არ დაივიწყოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროცედურები, ჯანსაღი ცხვოვრების წესი და ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს. თქვენი სხეული თავად გეტყვით, სწორად უვლით თუ არა მას. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი იმუნური სისტება არასოდეს გიღალატებთ!






იხილეთ აგრეთვე:

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები



რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?



მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!



როგორ მოვუაროთ დახეთქილ ქუსლებს - მკურნალობა სახლის პირობებში



ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი!



როგორ მივიღოთ თმის სასურველი ფერი და რომელი საღებავით შევიღებოთ თმა?- საღებავებისა და ფერების კატალოგი




0
6559
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
6559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0