თავის მოვლა რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი? 2017, 24 თებერვალი, 13:08 საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ გოგრის თესლი მხოლოდ პარაზიტების სამკურნალოდ გამოიყენება. სინამდვილეში კი ეს საკვები პროდუქტი ვიტამინების საბადოა. იგი შეიცავს A, E, K და D ვიტამინებს. ასევე კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ცინკსა და რკინას. რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება გოგრის თესლი: 1.იგი აქტიურად გამოიყენება შარდ-სასქესო დაავდებების დროს. მას აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება. წმენდს თირკმელებს შლაკებისა და კრისტალებისგან; 2.გამოიყენება ორგანიზმიდან პარაზიტების გამოსადევნად. პარაზიტებით ინფიცირების დროს სასურველია, უმი გოგრის თესლის უზმოზე მიღება; 3.ხელს უშლის კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. მისი მიღების შემდეგ, შებერილობა მოგეხსნებათ; 4.გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის, მიიღეთ უზმოზე რამდენიმე ცალი გოგრის თესლი. მისი უნიკალური შემადგენლობა ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას. ეხმარება მას ნორმალურ ფუნქციონირებაში; 5.გოგრის თესლი შეიცავს ფოსფორს. მამაკაცებისათვის მისი მიღება რეკომენდირებულია პროსტატის დაავადების შემთხვევაში. ასევე ფოსფორის მიწოდება ორგანიზმისათვის ამაღლებს მამაკაცურ პოტენციას; 6.ანემიის დროს აუცილებლად მიიღეთ გოგრის თესლი, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, კობალტსა და სპილენძს. გოგრის თესლის მიღება არ შეიძლება, როდესაც გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. იხილეთ აგრეთვე: სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა! თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას? სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა! რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს! როგორ მოვუაროთ დახეთქილ ქუსლებს - მკურნალობა სახლის პირობებში 2478 7-ს მოსწონს
|