სხვა "ღმერთი ყოვლისშემძლეა" – როგორ გადაარჩინა სიკვდილისთვის განწირული, ტელეფონის ზარმა 2023, 14 ოქტომბერი, 8:26 ერთხელ, შაბათ საღამოს, ვიდრე სახლში წავიდოდა, პასტორმა ცოლთან დარეკვა გადაწყვიტა. უკვე საღამოს 10 საათი იყო, მაგრამ ცოლი ყურმილს არ იღებდა. დიდხანს ელოდა პასტორი, მაგრამ ტელეფონთან არავინ მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ისევ დარეკა სახლში და ცოლმა მაშინვე უპასუხა. პასტორმა ჰკითხა, თუ რატომ არ უპასუხა მან, პირველად რომ დარეკა? ხოლო ცოლმა უთხრა, რომ არანაირი ზარი არ ყოფილაო. ეს შემთხვევა დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ტელეფონის ზარი, რომელიც ორშაბათს, პასტორის კაბინეტში, ეკლესიაში, გაისმა. რეკავდა მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ შაბათ საღამოს ამ ნომრიდან დაურეკეს. პასტორი უცებ ვერ მიხვდა, რაზე ლაპარაკობდა ეს ადამიანი. მაშინ კაცმა უთხრა: — ტელეფონი სულ რეკავდა და რეკავდა, მე კი, არ ვპასუხობდი… პასტორს მაშინ გაახსენდა, ორი დღის წინ, ცოლთან რომ რეკავდა და იფიქრა შემთხვევით ამ კაცის ნომერი ავკრიფეო და შეწუხებისთვის ბოდიში მოუხადა. მაგრამ, მამაკაცმა უპასუხა: — ნება მომეცით მოგიყვეთ, რაც მაშინ მოხდა. იცით, შაბათ საღამოს თავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი. და მანამ, ვიდრე განზრახვას სისრულეში მოვიყვანდი, ღმერთს მივმართე, ვუთხარი, რომ თუ ის არსებობს, თუ ის მისმენს და თუ არ უნდა, ჩემი განზრახვა სისრულეში მოვიყვანო, მაშინ ნიშანი უნდა მომცეს. და სწორედ ამ დროს, ტელეფონმა დარეკა და ეკრანზე წარწერა დავინახე: «ღმერთი ყოვლისშემძლეა…» (Almighty God). მე ვუყურებდი ტელეფონს და ხელს ვერ ვკიდებდი... ეკლესიას, რომელშიც პასტორი მსახურობდა, ყოვლისშემძლე უფლის სავანე (Almighty God Tabernacle) ერქვა. არხის სხვა სიახლეები:* მე-5 ადგილი ჟურნალ Time-ის მიხედვით: რა ქონება დააგროვა სტალინმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს?* რის გამო თქვა ჰიტლერმა უარი მსოფლიოს დაპყრობის რეალურ გეგმაზე და რატომ ჩაერთო დამღუპველ ომში სსრ კავშირთან?* საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ და ბრწყინვალე რეკლამა შექმნეს (13 ფოტო)* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი330 2-ს მოსწონს
|