x
image
თამუნა გეწაძე
როგორი ხელფასები ჰქონდათ საბჭოთა კავშირის ლიდერებს?
imageსხვისი ხელფასის დათვლა არ მიიჩნევა კარგ ტონად, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, სახელმწიფოს პირველი პირების შემოსავლები, მათ ხელფასს, როგორც საკუთარს ისე უყურებ.


ლენინი.

ვლადიმერ ილიას ძე ლენინმა 1917 წელს დაიმტკიცა ყოველთვიური შემოსავალი და მისი ოდენობა 500 მანეთს შეადგენდა.ეს თანხა შეესაბამებოდა მზიდავის შემოსავალს მოსკოვსა და ლენინგრადში. მან აკრძალა მაღალი ანაზღაურება ასევე სხვა დამატებითი შემოსავალი და პრემია.ეს აკრძალვა მოქმედებდა საბჭოთა კავშირში 1979 წლამდე.


ტროცკი.


ლევ ტროცკის შემოსავალი იმდენივე იყო რამდენიც ლენინის.


სტალინი.

რაც შეეხება იოსებ სტალინს დასაწყისში მისი ხელფასიც იყო მოკრძალებული 225 მანეთი, რაც საშუალო შემოსავალზე 3-ჯერ ნაკლები იყო. 1930 წელს მისი ხელფასი გაიზარდა და გაუტოლდა მაშინდელ საშუალო ხელფასს და შეადგინა 500 მანეთი.1930 წლის ბოლოს, სტალინის ხელფასი გაიზარდა და გახდა 1200 მანეთი. ამ დროისათვის მას საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა. 1947 წელს როდესაც მოხდა ფულის რეფორმა, სტალინის ხელფასი გახდა 10 000 მანეთი, ესკი უბრალო მოქალაქის საშუალო ხელფასის ტოლი იყო.



ხრუშოვი.

ხრუშოვი არ გამოირჩეოდა მოკრძალებით და როდესაც მოვიდა სათავეში დაინიშნა ხელფასი 1000 მანეთი, ამ დროს საშუალო ხელფასი იყო 100 ლარი.


ბრეჟნევი.

ლეონიდ ილიას-ძე ბრეჟნევის ხელფასი შედარებით მცირე ოყო, მაგრამ მან მიიღო ლენინის პრემია და თანხა ამ პრემიისათვის იყო 25 000 მანეთი, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ბრეჟნევი აგრეთვე იღებდა ჰონორარებს წიგნებისათვის "მცირე მიწა", "ყამირი" "აღორძინება", რომლებიც ძალიან დიდი ტირაჟით გამოდიოდა თითოეული 15 მილიონი ეგზემპლიარი, ბრეჟნევის შემოსავალი საიდუმლოდ დარჩა მაგრამ საუბარი იყო მილიონებზე.


ანდროპოვი.

მიუხედავად იმისა, რომ ანდროპოვის პოლიტიკური კარიერა წესიერებაზე და თავმდაბლობაზე იყო დაფუძნებული, მას ხელფასი საკმაოდ დიდი ჰქონდა 800 მანეთი, და დამატებით შემოსავალი წიგნებიდან რაც წელიწადში 10 000 და 12 000 შეადგენდა.



გორბაჩოვი.

გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი იყო. მისი ხელფასი მოკრძალებული იყო 3000 მანეთი. ამ დროს მოქალაქის საშუალო ხელფასი იყო 500 მანეთი.გორბაჩოვი გამოდიოდა სხვადასხვა კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზე და ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას 200 000 დოლარის ოდენობით წელიწადში.


0
500
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0