საზოგადოება "მაია ასათიანის შვილი არის ცუდად... დედამისი ითხოვს რომ ილოცოთ მისი შვილისთვის..." 2017, 23 თებერვალი, 18:58
ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებიც იწერება. ამის გამო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე შემდეგ სტატუსს ავრცელებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე: "სრულიად ადამიანურია, როცა ვინმეს აკრიტიკებ, დასცინი, გაღიზიანებს. ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი და ვერაფერს უზამ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არსებობს საზღვრები და ეს საზღვარი მგონია ადამიანად ყოფნის ნიშანი. რამდენიმე უცნაური კომენტარი წავიკითხე და ეს შესავალი ამისთვის დამჭირდა. მაია ასათიანის შვილი არის ცუდად, წევს საფრანგეთში და დედამისი ითხოვს რომ ილოცოთ მისი შვილისთვის. ჩვენი ჯგუფი დღეს საღამოს პარიზში იქნება, ცხადია, ზედმეტად შეწუხებას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ რამე ჭირდება - მზად ვართ. თუნდაც ისე, დისტანციურად, როგორც მაია ითხოვს." 869 3-ს მოსწონს 2-ს არა
|