თავის მოვლა სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო 2017, 23 თებერვალი, 11:40
დღესდღეობით ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს შილაკის გელით ფრჩხილების დაფერვა. ეს ერთგვარად უადვილებს ქალბატონებს საქმეს, მათ სრული გარანტია აქვთ იმისა, რომ ორი კვირის განმავლობაში ფრჩხილიდან ლაქი არ მოშორდებათ. ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ აზიანებს შილაკის გელი და ზოგადად მანიკიური ფრჩხილებს. ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენების შემთხვევაში ფრჩხილები ყვითლდება, მასზე ჩნდება შავი ზოლი, ხდება მტვრევადი და სუსტდება. თუ გსურთ, რომ ლაქის გამოყენების შემთხვევაშიც გქონდეთ ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: 1. საკვები სოდა ათეთრებს და აძლიერებს ფრჩხილებს. მისი დახმარებით შეძლებთ სიყვითლისა და სოკოს მოშორებას. ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ფრჩხილების გარდა, ეს აბაზანა თქვენს კანსაც მოუხდება იგი მას ნაზსა და გლუვს გახდის. შეგიძლიათ, სოდა მცირეოდენ წყალში გახსნათ და ფრჩხილებზე შეიზილოთ რამდენიმე წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ. 2. იოდი გაყოფილი და მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თვეში ერთხელ მაინც დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად კი ღამით წაისვით იოდის თხელი ფენა. გაიმეორეთ თვეში ორჯერ და თქვენი ფრჩხილები შეინარჩუნებს სიმაგრესა და სიჯანსაღეს. 3. სოდა+იოდი+მარილი ამ აბაზანის მიღების შემდეგ თქვენ იდეალური ფრჩხილები გექნებათ. შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1სუფრის კოვზი სოდა, 1სუფრის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. 10-15 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ხელები. დაინახვთ, რომ ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება და გათეთრდება, გაქრება სიყვითლე, ლაქები და შავი ზოლები. ამ ნივთიერებების დახმარებით, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს. იხილეთ აგრეთვე: დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას? მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს! როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი! როგორ მოვუაროთ დახეთქილ ქუსლებს - მკურნალობა სახლის პირობებში სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა! როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა! 7146 8-ს მოსწონს
|