ყველანი ადამიანები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ხანდახან, ეს დასაშვებ ჩარჩოებს სცილდება. ძალიან გვიყვარს ნაირ-ნაირი სამშვენისები, რომლებიც ჩვენი აზრით, ძალიან უხდება სამოსს… მაგრამ, შეიძლება, ისე ვერ შევარჩიოთ აქსესუარები, როგორც საჭიროა.
აქ წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც ხშირად უშვებენ, აქსესუარების შერჩევის დროს:
1. ერთდროულად მხოლოდ 3–4 დიდი ზომის აქსესუარის ტარება შეიძლება
ერთდროულად რამდენიმე დიდი ზომის აქსესუარის ტარება შეგიძლიათ. მაგრამ, მთავარი ის არის — რომ ეს აქსესუარები ერთმანეთს სტილით ან ფაქტურით შეეფერებოდეს.
2. ნუ დამალავთ დიდ საყელოს, დიდი ზომის შარფით
თუ ზედა სამოსს დიდი ზომის საყელო აქვს, არ არის საჭირო მასზე კიდევ მოცულობითი შარფის დამატება. თუ შარფის ტარება გინდათ, ის პატარა უნდა იყოს და ყელს უნდა ფარავდეს და არა პალტოს. დიდი ზომის შარფების გაკეთება პატარა ზომის საყელოზე შეიძლება ან მანტოზე, საყელოს გარეშე.
3. სამკაულების კომპლექტი იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, თუ დიდი ზომის არ არის
არსებობს აზრი, რომ: «ერთი კომპლექტის მძივის, საყურეების, სამაჯურის და ბეჭედის ერთად ტარება, უგემოვნოდ გამოიყურება». ეს სამართლიანი შენიშვნა არის, მაგრამ ნაწილობრივ: მთავარი ამ შემთხვევაში, ნაკეთობების ზომა არის. კომპაქტური აქსესუარები, სრული კომპლექტით, ძალიან ელეგანტური არის.
4. დაივიწყეთ აქამდე გავრცელებული აზრი, რომ ჩანთა და ფეხსაცმელი ერთი ფერის უნდა იყოს
აუცილებელი არ არის, რომ ფეხსაცმელები და ჩანთა ერთი გამის იყოს. ნათელ, შესამჩნევ ფეხსაცმელთან ერთად, რეკომენდირებულია უფრო მშვიდი ფერის აქსესუარების ტარება.
5. განსაზღვრეთ პრიორიტეტები: ან შესამჩნევი სამოსი, ან დიდი ზომის აქსესუარები
სამოსის და აქსესუარების შერჩევის დროს, უნდა განსაზღვროთ, თუ როგორი ეფექტის მიღება გინდათ: შესამჩნევი უნდა იყოს ან სამოსი ან მეიკაპი და აქსესუარები, მაგრამ არა ყველაფერი ერთად. მაგ., ჰაეროვანი დიდი საყელო და დიდი ზომის საყურეები ერთად, მსუბუქად რომ ვთქვათ, აბსურდულად გამოიყენება.
6. საღამოს კაბაზე საათის გაკეთება არ შეიძლება
ხელის საათი კარგად გამოიყურება ქალაქში გასასვლელ, სპორტულ ან საქმიან სამოსზე. თუმცა, საღამოს კაბის და საათის შეთავსება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
7. გახსოვდეთ, რომ განიერი ბეჭდები ყველას არ უხდება
მოკლე თითებს განიერი ბეჭდები არ უხდება. სამაგიეროდ, წვრილი ბეჭდები, ვიზუალურად აგრძელებს ასეთ თითებს. ბეჭდის შეძენის დროს, გახსოვდეთ ეს დამოკიდებულება, თითების სიგრძესა და ბეჭდის სიგანეს შორის.
8. შეარჩიეთ ხელთათმანები, სამოსის რომელიმე დეტალის ტონალობაში
ხელთათმანების ფერის მთავარი ორიენტირი — ფეხსაცმლის, ქამარის, ჩანთის ან თუნდაც, ტუჩსაცხი ფერი უნდა იყოს. ხელთათმანები ფერის მიხედვით, აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს სხვა აქსესუარის ფერს.
9. გამორიცხეთ შავი ფეხსაცმელი, თუ სამოსი პასტელის ფერებში გაქვთ
სამოსის პასტელური პალიტრა უკეთესად გამოიყურება ღია ფერის ფეხსაცმელთან ერთად. მუქი ფერის ფეხსაცმელი, ასეთ სიტუაციაში, სხვების ყურადღებას თავისკე “ქაჩავს".
10. ეთნობიჟუტერიასთან ერთად, სამოსი ნეიტრალური ფერის უნდა იყოს
ეთნოსტილში მისაღებია ბევრი სამკაულის ერთდროულად ტარება, მაგრამ ფერთა ბალანსი დაცული უნდა იყოს. ფერადი სამაჯურების და მძივის გაკეთების შემთხვევაში, სამოსი აუცილებლად სადა, ერთი ფერის უნდა იყოს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
* ბეჭდის ზომის დადგენა სახლის პირობებში
* ფეხსაცმლის შერჩევა, კაბის სიგრძის მიხედვით
* პატარა ეშმაკობები, რომლებიც სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს
* შეუთავსებლები. სამოსი რომლის ერთად ჩაცმა არ შეიძლება
* რა არ უნდა ჩავიცვათ ერთად
* 7 ხრიკი, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, საღამოს სამოსად აქცევს