x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეუთავსებლები. სამოსი რომლის ერთად ჩაცმა არ შეიძლება
image

image

ეკლექტიკა და ერთი შეხედვით შეუთავსებელი ნივთების ერთად ტარება, დღეს მოდაშია, მაგრამ გარდერობის ზოგიერთი ნივთი, უმჯობესია ერთად არ ჩაიცვათ.


ქვედა ბოლო მუხლის ზემოთ + ჩექმა მუხლამდე


image
ეს კომბინაცია საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს, განსაკუთრებით თუ საზღვარი ამ ორ ნივთს შორის, მუხლის შუა ნაწილზე გადის.

თუ ქვედაბოლოს სიგრძეის ზღვარი მუხლის სიახლოვეს გადის – ჩექმა უნდა იყოს დაბალყელიანი, ხოლო თუ ჩექმა მაღალყელიანია – ქვედაბოლი მინი უნდა იყოს. საზღვარი მათ შორის, ადამიანს ორ ნაწილად არ უნდა «ჭრიდეს».



ტყავის შარვალი + ტყავის ჩექმა + ტყავის ქურთუკი


image
თუ თქვენ ბაიკერი არა ხართ, სამოსის ასეთი კომბინაცია მიუღებელია.



ბერეტი + ქურთუკი


image
ბერეტი და სპორტული სტილის ქურთუკი, ასევე, ერთმანეთთან შეუფერებელი სამოსის ელემენტებია. ამიტომ, მათი «გაყრა» გარდაუვალია.



სპორტული შარვალი + ფეხსაცმელი «ნავი»


image
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სპორტული სტილი ძალიან აქტუალური ტრენდია, ეს ორი ნივთი ვერასოდეს «დამეგობრდება», რადგან ე. წ. ნავი კლასიკური ფეხსაცმელია და მისი ჩაცმა, მხოლოდ შესაბამისი სტილის სამოსთან არის შესაძლებელი, ყოველ შემთხვევაში, სპორტულთან არა.



მოკლე ზედა + ლეგინსები


image
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლეგინსებზე ტაბუს დადება ხდება. მაგრამ, თუ მოკლე ზედას იცვამთ, უმჯობესია მასთან კერთად, ჯინსი ან სხვა შარვალი ჩაიცვათ.



ორი და მეტი დიდი ზომის ნივთი ერთდროულად


image
ეს ნივთეები ძალიან ადვილი «გამოსაყენებელია», მაგრამ ორი და მეტი ასეთი სამოსის ერთდროულად ჩაცმის შემთხვევაში, ადამიანი რაღაც დიდ, უფორმო არსებას ემსგავსება.



სპორტული სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი + ჯინსი-სკინი


image


ასეთი კომბინაცია მიუღებელი კი არა აკრძალულია, რადგან ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ფეხები ფეხსაცმლით კი არა, ჩლიქებით მთავრდება. რა თქმა უნდა, ამ სტილის ფეხსაცმელი ძალიან პრაქტიკულია. მაგრამ, მისი ჩაცმა არ შეიძლება ვიწრო ჯინსზე. უმჯობესია თუ მას კლასიკური სიგრძის (როდესაც შარვლის ტოტი ქუსლს მალავს) განიერ შარვალზე ჩაიცვამთ, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ალტერნატივას.



გამჭვირვალე კოლგოტი + თბილი სამოსი


image

გამჭვირვალე, ხორცისფერი კოლგოტები ზამთრის სამოსთან ერთად, ძალიან უცნაურად გამოიყურება — «შიშველი» ფეხები სამოსის ზამთრის კომბინაციაში ნამდვილად ვერ «ეწერება».



ტოტის ბოლოში გაფართოებული შარვალი (შლაქსი) + ქუსლიანი ფეხსაცმელი



image


თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, წვივებზე მომდგარ ჯინსს ჩაიცვამთ, მაგ. სკინებს, პრობლება არ იქნება. მაგრამ, თუ შარვალს განიერი ტოტები აქვს, მისი ჩაცმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, იდეალური ფიგურის შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია. შარვალი განიერი ტოტებით, აუცილებლად უნდა ფარავდეს ფეხსაცმლის ქუსლს. იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად მაღალ ფეხსაცმელს ატარებთ, საჭირო სიგრძეზე გრძელი შარვალი შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გარეგნობას, ვიზუალურად, რამდენიმა სანტმეტრი მოაკლება სიმაღლეში და რამდენიმე კილოგრამი დაემატება წონაში ანუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და მოკლე შარვლით, დაბალი და მსუქანი გამოჩნდებით.

0
4388
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0