რჩევები 7 ხრიკი, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, საღამოს სამოსად აქცევს 2016, 6 აპრილი, 10:34 ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, სამოსი რომელსაც ყოველდღიურად ხმარობთ, საღამოს სამოსად გადააქციოთ და თუ ჩვეულებრივ, ქუჩაში ან სამუშაოზე, თქვენი ჩაცმულობა ყურადღებას არ იქცევს, ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, საზეიმო ვახშამზე ან წვეულებაზე მისულები, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. 1. გაიხადეთ პერანგი
ამაზე მარტივი შეიძლება იყოს რამე? თუ გაქვთ შავი კოსტუმი, არ ჩაიცვათ პიჯაკის ქვეშ პერანგი. ოლივია უაილდმა და ანა კენდრიკმა იციან — შავი კოსტუმი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება, და არა მარტო წვეულებაზე, არამედ წითელ ხალიჩაზეც კი! მოსაწყენი გარეგნობის გახალისება ნათელ, დიდი ზომის საყურეებს შეუძლია. საყურის ფერი თვალის ფერის ან ფრჩხილის ლაქის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ან სამოსის ფერის კონტრასტული ფერის სამკაული უნდა გაიკეთოთ. ჯინსის კურტკა, ამ ბოლო დროს, ისეთსავე აქტუალობას იძენს, როგორც შანელის შავი კაბა. მას შეუძლია ნებისმიერი კაბა, საღამოს სამოსად აქციოს.
უბრალო შავი კაბა განსხვავებულ იერს შეიძენს, თუ წინა მხარეს ატლასის თეთრ ბაფთას გაუკეთებთ, ხოლო ოფისის ტანსაცმელი სმოკინგად გარდაიქმნება, თუ შავ ბაფთას ან ჰალსტუხ-პეპელას გაიკეთებთ.
1196 12-ს მოსწონს
|