x
image
K.P.
80 წლის მოხუცი, რომელიც თვალის კაკლების ლოკვით კურნავს

image
ბევრი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სამკურნალოდ განსხვავებულ მეთოდს იყენებს. მართალია, რომ მედიცინა დღეს უკვე საკმაოდ განვითარდა, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლის განკურნებაც ექიმებს დღემდე არ შეუძლიათ.

ადამიანები, კი რომლებიც საკუთარი დიაგნოზით თავზარდაცემულნილნი არიან, ცდილობენ იპოვნონ ალტერნატიულ გზები გამოსაჯანმრთელებლად. ზოგჯერ ამისთვის იყენებენ განსაზღვრულ ბალახეულს, რასაც ზოგჯერ მხოლოდ პირველადი დადებითი ეფექტი აქვს, იშვიათად კი დაავადებულს კურნავს კიდეც. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, როდესაც ექიმბაშების კომიკურ რჩევებს ვითვალისწინებთ დაავადება უფრო მწვავდება და უარეს შედეგამდე მივდივართ. ეს ადამიანები კიხშირად უბრალოდ მატყუარები არიან, რომლებსაც მედიცინის არც არაფერი გაეგებათ და ცდილობენ ფული მარტივად გამოიმუშაონ.

image

80 წლის ქალბატონი ამტკიცებს, რომ მას განსაკუთრებული უნარი აქვს და მხოლოდ მცირეოდენ შესაწირს იღებს. მას მხოლოდ 10 დოლარი სჭირდება, რომ თქვენ თვალის დაავადებისაგან განგკურნოთ. ის ცნობილია სახელით ნანა ჰავა და ბოსნია-ჰერცოგოვინას პატარა სოფელში ცხოვრობს. მას შეუძლია გაწმინდოს თვალი ყველაფრისგან, რაც მაში მოხვდება, იქნება ეს მინა, ტყვია, ნახერხი, თუ რკინა. მოხუცი ბებო ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი სხვა ქალმა ასწავლა, რომელსაც მისი სახელი ერქვა. მის შვილს ამ საქმიანობის სწავლა არ სურს, რადგან ეს ყველაფერი სასაცილოდ ეჩვენება, ნანა ჰავა კი უცხო ადამიანს საიდულმოოს არ უმხელს.

სანამ მოხუცი პროცედურას დაიწყებს პირის ღრუს სტერილიზაციას ალკოჰოლით ახდენს. ამ ყველაფრის შემეგ უახლოვდება პაციენტს, თვალის კაკლებს ულოკავს და თვალში მოხვედრილი ნივთიერებებისაგან კურნავს. როგორც ამტკიცებს, მას სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სტუმრობენ, ამერიკელებიდან დაწყებული რუსებით დამთავრებული. მოხუცი უმუშევარ ადამიანებს პროცედურას ზოგჯერ უფასოდაც უტარებს. "ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა მედიცინა უძლურია, ბრმა ადამიანები მოსულან და აქედან თვალახელილი წასულან"-ამტკიცებს ნანა ჰავა.

image

დააღწიეთ თავი გამონაყარს (+დაადგინეთ, როგორი კანის ტიპი გაქვთ)

181 წლის მამაკაცი, რომელიც სიკვდილს დაავიწყდა! "უკვდავი ვარ!"


4 წლის ბავშვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს!

ბედნიერი ცხოვრების 10 წესი მსოფლიოში ყველაზე შეუხედავი ქალისგან


ზარმაცების დიეტა-დაიკელი წონაში ჩვეულებრივი წყლის მეშვეობით


0
240
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0