x
image
K.P.
დააღწიეთ თავი გამონაყარს (+დაადგინეთ, როგორი კანის ტიპი გაქვთ)
imageკანზე გამონაყარი ბევრ ადამიანს აწუხებს, მათ შორის მოზარდებს გარდატეხის ასაკში. როგორ მოვუაროთ კანს? არ დაგავიწყდეთ ძილის წინ პირის დაბანა, ღამით კანის ფორები ფართოვდება და დღის მანძილზე დაგროვილი ჭუჭყი კანში ღრმად ჯდება. სასურველია გამოიყენოთ სკრაბი ან მჭადის ფქვილი. დააკვირდით, რომელ საპონს ხმარობთ, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური სახის დასაბანი საპონი. ხშირია შემთხვევები, როდესაც გამონაყარის გამომწვევი მიზეზი, სწორედ უხარისხო საპონია. კარგი იქნება, თუ წლის მანძილზე რამდენჯერმე ეწვევით კოსმეტოლოგს და კანს გაიწმენდთ. imageimageimage

დაამზადეთ ბალზამი, რომელიც თქვენს კანზე გამონაყარს სამუდამოდ გააქრობს. ის დღეში რამდენჯერმე წაისვით სახეზე, ძილის წინ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი. 95%-იან 100 გრამ სპირტში გახსენით 4 აბი დაფხვნილი ამპიცილინი, სტრეპტოციდი, ბისეპტოლი და ლევომიცეტინი (ყველა 4 აბი). (ხსნარის დამზადების რამდენიმე ცოტა განსხვავებული რეცეპტიც არსებობს, ეს პირადად მე მირჩია კოსმეტოლოგმა და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.)

image




კანის ტიპის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. არასწორად შერჩეულმა კოსმეტიკამ შესაძლოა არასახარბიელო შედეგამდეც მიგიყვანოთ. რსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს თავ-თავისი მახასიათებლები აქვს და თავისებურ მოვლას მოითხოვს. კანის ძირითადი სტრუქტურა, ცხადია, ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაშია, რამდენად ინტენსიურად გამოყოფენ პოხიერი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ ნაწილში არიან ისინი უფრო მეტად აქტიურები. კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა სწორი ჰიგიენითა და მოვლით მას შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ კანის ტიპი, სახე გულდასმით უნდა გავიწმინდოთ, მაგრამ არა ტონიკით ან დამატენიანებელი კრემით. კანმა რამდენიმე საათი უნდა დაისვენოს კოსმეტიკისგან. შემდეგ ის ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ბუნებრივ, დღის შუქზე ჩვეულებრივი ან გამადიდებელი სარკის საშუალებით. კანის ტიპი ასე განისაზღვრება:

1.ხიმიანი კანი შესახედავად სქელი, უხეში და პრიალაა. მისთვის დამახასიათებელია თვალში საცემად მსხვილი ფორები. ზოგჯერ ასეთი კანი ფორთოხლის ქერქსაც კი მოგვაგონებს. ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმის ჯირკვლებში წარმოქმნის საცობებს - შავ წერტილებს. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამელები, სამაგიეროდ, მშრალ კანზე გვიან ნაოჭდება. ცხიმიანი კანი უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, 35-40 წლამდე.image

2.მშრალ კანს აქვს მცირე ზომის ფორები და მკრთალი ელფერი, ახასიათებს ცხიმის დაქვეითებული შემცველობა. არასაკმარისი ან არასწორი მოვლის დროს შრება, იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე წარმოიქმნება. კანი შეიძლება გამოუშრეთ იმ ქალებსაც, რომლებიც არ იცავენ მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, სვამენ საკმაოზე ნაკლებ წყალს და ა.შ. ასეთ დროს კანი უხეშდება და აქერცვლას იწყებს.image

3.ნორმალური კანი თანაბარი შეფერილობისაა, გლუვი, მკვრივი და სუფთა, ზომიერი და მცირეფორებიანი. ცხიმისა და ტენის შემცველობა მასში დაბალანსებულია და კანი იშვიათად ღიზიანდება. ასეთი ტიპის კანს სწორი მოვლისას ნაოჭები ძალიან გვიან უჩნდება, მასზე არ შეინიშნება ფერიმჭამელები. ნორმალური კანი კარგად იტანს წყლითა და საპნით დაბანას, დეკორატიულ კოსმეტიკას და ძალიან იშვიათია.image

4. კომბინირებული (შერეული) ტიპის კანი უფრო ხშირად გვხვდება, უმეტესად - ახალგაზრდა და შუახნის ქალებში. კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებსა და კისერზე, განსაკუთრებით კი თვალების ირგვლივ - მშრალი. შერეული ტიპის კანი სახის სხვადასხვა ნაწილის სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს. თუ სწორად მოვუვლით, ასეთი ტიპის კანს ნაოჭები დიდხანს არ გაუჩნდება.

0
1081
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1081
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0