კულტურა 10 ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა 2013, 25 მარტი, 3:01 1.ყველა ოცნება სრულდება, როდესაც სურვილი ყველაზე მაღლა დგას.
2.შვილების დატირება. თურქეთში 1983 წლის 30 ოქტომბერს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქეზბან ოზერმა ხუთივე შვილი მკვდარი იპოვა. 3. ინდოეთის ქალაქ ბუფალში კარბიდის შემცველ პესდიციტების ქარხანაში 40 ტონაზე მეტი მეთილის იზოციტრატის დაღვრის შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ქიმიური კატასტროფა. 4.ბუხენვალდის ბანაკი, 1945 წელი. ეს კენჩუკის სენატორი ალბერ ბარკლია, კონგრესის მიერ შექმნილი კომიტეტის წევრი, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა ნაცისტების მიერ ჩადენილ ქმედებებზე. ფოტოდან ჩანს, რომ იგი ათვალიერებს საკონცენტრაციო ბანაკში არსებულ მტკიცებულებას. ვაიმარი, გერმანია. 5. ბიჭუნა ყუმბარით. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, 1962 წელი. ფოტოგრაფი – დიან არბესი. ყუმბარა რაღა თქმა უნდა, სათამაშოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ომს, ყოველგვარ სისატიკესა და ძალადობას. 6.ვიეტნამის ომი: ფოტოზე აღბეჭდილია 19 წლის, დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც სიკვდილისგან ფერადკანიანმა იხსნა. 7.ყინულის წვიმა. საკმაოდ უწყინარად ჟღერს, თუმცა ბუნება ხშირად გვიმზადებს არასასიამოვნო სურპრიზებს. 8.1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ალბერტ აინშტაინმა ამერიკის პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს წერილი მისწერა: “სერ, უახლოეს მომავალში, ელემენტი ურანიუმი შესაძლებელია გარდაიქმნას ახალ და მნიშვნელოვან ენერგიის წყაროდ. ამ სიტუაციასთან მიმართებაში წარმოქმნილი საკითხები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და, თუ საჭიროა, სწრაფ მოქმედებასაც კი ადმინისტრაციის მხრიდან. ბოლო ხანებში ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ურანიუმში შეიძლება წარმოიქმნმას ბირთული ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი და განსაკუთრებულად ძლიერი ბომბების კონსტრუირებას.“ ეს გახლავთ წერილის შემოკლებული და შინაარსობრივად საკვანძო მონაკვეთი. საქმე იმაშია, რომ ალბერტ აინშტაინისთვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ შექმნილი ფორმულით (E=mc²) შესაძლებელია ნაცისტებს ბოროტად ესარგებლათ და ატომური ბომბის ასაგებად გამოეყენათ, ეს კი საფრთხეს უქმნიდა შეერთებულ შტატების უსაფრთხოებას. ამ წერილმა საფუძველი დაუდო მოვლენათა განვითარების დიდ ჯაჭვს, რომელმაც შემდგომში ჰიროსიმა-ნაგასაკის განადგურებაც კი გამოიწვია. ალბერტ აინშტაინი საკუთარ მონათხრობებში ამბობს, რომ ამ წერილის დაწერას მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.ეს არის ისტორია E=mc² – ის შესახებ და თუ როგორ შეცვალა მან სამუდამოდ ისტორია. 9.გოგონა, რომელიც გაიზარდა საკონცენტრაციო ბანაკში ხატავს დაფაზე სახლს. 1948 წელი, პოლონეთი. დევიდ სეიმურის ფოტო. 10.ოპერაციის დროს 21 კვირის ნაყოფმა დედის საშვილოსნოდან გამოყო პაწაწინა ხელი და ქირურგის თითს ჩაეჭიდა. თითქოს, ნაყოფი სიცოცხლეს სთხოვდა ადამიანებს. 504 13-ს მოსწონს
|