x
image
K.P.
4 წლის ბავშვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს!
image
აჰმედ მანსოურ კარნი (Ahmad Mansour Karni) 2012 წლის სექტემბერში დაიბადა და სხვა 155 ბრალდებულთან ერთად მასაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის საფუძველი: აჰმედ მანსოურ კარნი თანამონაწილე გახლავთ 2014 წლის 3 იანვარს მომხდარ არეულობისა და მანიფესტაციაში. ეს ყველაფერი როდია, მას ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა და 8 პირის მკვლელობის მცდელობა. გარდა ამისა, მას ადანაშაულებენ სხვისი საკუთრების მიმართ ვანდალური ქმედებებისა და პოლიციელების მიმართ მუქარის განხორციელების გამო. ასევე, მანქანების დაზიანების გამო, რომლებიც ეგვიპტის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. აჰმედს 16 მარტს დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

რადგან აჰმედ მანსოურ კარნი ჯერ სრულწლოვანი არ არის, რაც მისი დაბადების მოწმობით დასტურდება, მოცემულ შემთხვევას ეგვიპტის სამხედრო სასამართლო გადაამოწმებს.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, 4 წლის აჰმედ მანსოურ კარნი შემთხვევით, სხვა პირის ნაცვლად გაასამართლეს.


4 წლის "დამნაშავის" ადვოკატი აცხადებს: "ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსამართლეები თითოეული პირის დანაშაულს ინდივიდუალურად არ განიხილავენ და მათ ერთობლივად ასამართლებენ".

და არა მხოლოდ ეს!

როგორც 4 წლის ბავშვს მიუსაჯეს სამუდამო პატომრობა, ასევე ბრმად ასამართლებენ სხვებს სიკვდილით დასჯით, რადგან მათ ბრალად ედებათ ხანძრის გაჩენა და მკვლელობა. გასულ წელს ეგვიპტის ციხეში დაახლოებით 474 სიკვდილის და 700 წამების ფაქტი დაფიქსირდა.

შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის, თუმცა მომხდარმა მსოფლიო შეძრა.



0
1086
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1086
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0