x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მოამზადეთ მსოფლიოში ყველაზე ფუმფულა და გემრიელი ფუნთუშები სწრაფად და მარტივად

image

<მომზადების დრო: 1სთ 20 წთ >
< 12 პორცია >
< ერთ პორციაზე - 300 კკალ >
ინგრედიენტები:

*5 ჭიქა ხორბლის ფქვილი (სასურველია მაღალი ხარისხის)

* 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
* 1/4 ჭიქა თეთრი შაქარი
* 2 პაკეტი მშრალი საფუარი
* 1 ჭიქა რძე
* 1 ჩაის კოვზი მარილი
* 3/4 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
1) აურიეთ ერთად 2 ჭიქა ფქვილი და საფუარი. ცალკე თასში, რძე, წყალი, ზეთი, შაქარი და მარილი გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში. ჩაყარეთ მასში ფქვილის ნარევი და მოზილეთ, სანამ არ გახდება ფაფუკი, დაახლოებით 3 წუთი.
2) შეურიეთ დარჩენილი ფქვილი, რათა მიიღოთ რბილი ცომი (3 ჭიქა). აურიეთ კარგად. გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სიბრტყეზე და გააჩერეთ თასის ქვეშ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
3) გააკეთეთ ცომის გუნდები (გამოდის დაახლოებით 12) და გადაიტანეთ ტაფაზე. ტაფაზე წინასწარ გქონდეთ დაფენილი საცხობი ქაღალდი ან მოყრილი გქონდეთ ფქვილი. ტაფაზეც გააჩერეთ 10-15 წუთი. image4) აცხვეთ 200 გრადუს C-ზე ღუმელში, 12-დან 15-ე წუთამდე. გემრიელად მიირთვით!
მოცემული რეცეპტით დამზადებულ ფუმფულა და გემრიელ ფუნთუშებს შეგიძლიათ გულსართად, გემოვნების მიხედვით დაუმატოთ შოკოლადი, რძის კრემი, ჯემი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ და ნამდვილად შესანიშნავია ეს ფუნთუშები ( რა თქმა უნდა შედარებით ნაკლები შაქრით ) ბურგერის პურებადაც.image

0
2423
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0