სხვა 50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები! 2017, 21 თებერვალი, 11:23 ადამიანებს, რომლის ასაკი 50 წელი და ცოტა მეტი იყო, ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდნენ, 20-30 წლის ასაკში რომ დაბრუნებულიყვნენ და რა რჩევას მისცემდნენ ახალგაზრდებს. პასუხების უმრავლესობა, ძალიან მარტივი და ჭკვიანური იყო. ამიტომ, მათი აზრი ბევრისთვის იქნება საინტერესო, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისთვის. 1. თავი დაანებეთ მოწევას. ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნება არის და თან არასასიამოვნო სუნიც აქვს. გარდა ამისა, 100% გარანტირებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემებს გამოიწვევს. თუ გინდათ, რომ 50 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით არ იწვეთ ონკოლოგიურში, ახლა სწორედ ის დრო არის, რომ მოწევას თავი დაანებოთ. 3. ეკონომიურად ხარჯეთ ფული. ეს სასიამოვნო რჩევა არ არის, მაგრამ საჭიროა. 30 წლის ასაკში, ადამიანი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. ამიტომ, ყოველთვის გადაინახეთ ცოტა-ცოტა. დღეს თუ ეკონომიას გააკეთებთ, დროთა განმავლობაში, საკმაოდ დიდი თანხა დაგიგროვდებათ. 7. დაკავდით სპორტით. ეს მართლაც მნიშვნელოვანი არის. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით ახლა, მაშინ თქვენ საკმარისად აქტიური იქნებით 50 წლის ასაკშიც. მოიცილეთ ჭარბი წონა. ეცადეთ ყოველთვის სტანდარტული წონის ფარგლებში იყოთ. 8. იმით გაიხარეთ, რაც გაქვთ. ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელი და წარმატება. წუწუნის ნაცვლად, იმით გაიხარეთ რაც გაქვთ, და თქვენ ნამდვილად ბედნიერი იქნებით. 10. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ. იძინეთ საკმარისი დროის მანძილზე. დაწექით და ადექით ერთი და იმავე დროს. თუ უძილობა გაწუხებთ, აუცილებლად მოაგვარეთ ეს პრობლემა. 12. იყავით ცნობისმოყვარე. გამოდით სახლიდან და გააკეთეთ რამე არაორდინალური. ჩაერთეთ ნამდვილ თავგადასავალში! გადაიღეთ ფოტოები, იარეთ ყველგან ახლობლებთან ერთად. ეს მოგონებები გაგათბობთ და გაგახალისებთ ხანდაზმულობის ასაკში. 15. ისწავლეთ მედიტირება. ეს სულ ცოტა დროს დაგაკარგვინებთ, ხოლო თქვენი ცხოვრება საოცრად შეიცვლება. 17. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას. დაიჯერეთ, როდესაც 50 წლის გახდებით, თქვენთვის სულერთი იქნება, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივმყოფებზე. 18. აწარმოეთ დღიური. ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ შეიძლება გადაგხდეთ და ბევრი რამ, შეიძლება დაგავიწყდეთ. ამიტომ, ჩაიწერეთ ყველაფერი და აუცილებლად შეინახეთ ფოტოსურათები. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... * რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე * ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია * როგორ უნდა დავიცვათ თავი Wi-Fi-ს მავნე ზემოქმედებისგან * 10 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღების დროს, უმრავლესობა უშვებს 11814 10-ს მოსწონს 1-ს არა
|