x
image
t.x.
თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან

ინტერნეტში მრავლადაა თავსატეხები, რომლებიც ჩვენს ინტერესს იწვევს. მას მახვილი თვალი, განსაკუთრებული ყურადღების უნარი და დაკვირვება სჭირდება. ალბათ ყველას გვახსოვს ბავშვობაში განცდილი სიხარული ორი ერთნაირი ნივთის პოვნის შემდეგ რომ გვეუფლებოდა, ან ეს ორ სურათზე განსხვავების პოვნა იყო. მართალია ადამიანი იზრდება, ვითარდება, მაგრამ ამოუცნობი ამბების მიმართ ინტერესი არ ნელდება. ისევ ისეთი ბავშვური აღტაცებით ვეძებთ განსხვავებებსა თუ ერთნაირ ნივთებს, ვამოწმებთ თავს რამდენად სწორად და მალე შეგვიძლია გავართვათ თავი ამოცანას. მხატვრების გარკვეული ჯგუფის ამოცანა კი ზუსტად ისაა, რომ ხშირად მოგვაწოდოს ასეთი იდუმალი სურათები. სასურველია ისინი საინტერესო და ამოუცნობი იყოს. სურათები კი აუცილებლად ახალ-ახალი გვჭირდება, რადგან თუ ერთხელ უკვე გვიმტვრევია თავი რომელიმე მათგანზე, მერწმუნეთ, ის ღრმად აჩნდება ჩვენს მეხსიერებას და არ გვავიწყდება. პასუხსაც მალევე ვიპოვით და თავსატეხი უინტერესო იქნება.

გთავაზობთ შემდეგ თავსატეხს - იპოვე თხა:image

ახალი თავსატეხი მახვილ თვალს და ყურადღების კონცენტრირებას ითხოვს. ცხვრის ფარაში უნდა ვიპოვოთ თხა, რომელიც ერთადერთია. შეეცადეთ რომ პატიოსნად ითამაშოთ საკუთარ თავთან და პასუხების ფურცლისკენ თვალი არ გაგექცეთ. ქვემოთა რა თქმა უნდა, პასუხის ფურცელია.imageშემდეგ გამოცანაში ბანქოს ქაღალდია გაშლილი, სადაც ყველა "ვალეტი" ორთვალაა, მხოლოდ ეთადერთია, ცალთვალა. თქვენი მიზანია ამ ცალთვალა ვაჟის პოვნა:imageიმედია, აქაც არ გაგექცათ თვალი პასუხების ფურცლისკენ. გთავაზობთ პასუხს:imageმესამე თავსატეხი ცოტა განსხვავებულია და ელემენტარული ინგლისურის ცოდნას მოითხოვს, თუმცა საჭირო არაა სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა, მხოლოდ ამოკითხვა უნდა შეგვეძლოს, რადგან სიტყვები სურათშია ჩამალული და სულ ექვსია:imageახლა კი პასუხებით ისიამოვნეთ, იმედი მაქვს წარმატებით გაართვით თავი და ექვსივე იპოვეთ, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ:image

0
718
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0