x
მეტი
  • 18.01.2022
  • სტატია:116293
  • ვიდეო:353084
  • სურათი:490145
11 ყველაზე კარგად შეთავსებადი ასტროლოგიური წყვილი
ჯერ კიდევ ეძებთ ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც იდეალურად შეგეფერებათ? იქნებ ეს სტატია დაგეხმაროთ იმ ადამიანის პოვნაში, რომელიც ყოველდღე მოგანიჭებთ ბედნიერებას.

თუ ასეთი ვინმე უკვე გყავთ, მაშინ გილოცავთ, ძალიან გაგიმართლათ!


ვნახოთ, რას ამბობენ და რას გვირჩევენ ვარსკვლავები. წარმოგიდგენთ 11 ასტროლოგიურ წყვილს, რომლებიც ყველაზე კარგად შეეთავსებიან ერთმანეთს.

image

მაშ, ასე:



ვერძი და მერწყული

image

ამ ორ თავგადასავლების მოყვარულ ადამიანს შორის ურთიერთობა ხშირად იწყება ხოლმე და საკმაოდ ამაღელვებელი და საინტერესოც ხდება.

ისინი ძალიან გახსნილები არიან როგორც საწოლში, ასევე სხვა საქმეებშიც. ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ რამე ახალი. ყველაზე კარგი ის არის, რომ მათ ყველაფრის ერთად გაკეთება სურთ.

ამ ტიპის წყვილის ურთიერთობა ყოველთვის ძლიერია. მათ სიამოვნებთ ერთად ყოფნა, როცა სხვა წყვილები ერთმანეთით იღლებიან და შორდებიან. მათ ასევე ესმით მარტო ყოფნის დროის საჭიროებაც.



კურო და კირჩხიბი

image

კუროს და კირჩხიბს ერთმანეთის სრულიად ესმით. ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი კარგად მუშაობს ერთმანეთთან და ამყარებს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ კავშირს.
ეს ურთიერთგაგება ეხმარება მათ, შექმნან არაჩვეულებრივი გაერთიანება და კიდევ უფრო გააღრმაონ ურთიერთობა.



ტყუპები და მერწყული

image

ეს წყვილი სხვა წყვილებისგან ძალიან განსხვავდება. მათ ესმით ერთმანეთის ფსიქიკურ და ემოციურ დონეზე. ამიტომაც არის, რომ უმეტესად მათი ურთიერთობა წლობით გრძელდება ხოლმე და არა - თვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთად გატარებული ყოველი მომენტი საოცარია, ორივეს ესმის, რომ მის პარტნიორს დამოუკიდებლობაც სჭირდება. ეს მათ ეხმარება ურთიერთობის გაძლიერებაში დროის გასვლასთან ერთად.



კირჩხიბი და თევზები

image

ამ ორ წყლის ნიშანს ინსტინქტური კავშირი აქვს. ეს ეხმარება მათ, იმუშაონ ერთად ნებისმიერ სიტუაციაში. ორივე ნიშანი ამაყობს იმით, რომ კარგად იცნობს პარტნიორს და ურთიერთობაც დროის გასვლასთან ერთად უფრო ძლიერდება და ურღვევი ძალა ხდება.

ყველას სურს, მათ გარშემო იყოს, რადგან იციან, რომ ამ წყვილს გართობა კარგად გამოსდის.



ლომი და მშვილდოსანი

image

ამ ორ ნიშანს ხშირად აქვს ძალიან ვნებიანი ურთიერთობა, მათ სიამოვნებთ ერთმანეთის სიყვარული. ეს პარტნიორებს უჩენს იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად იქნებიან, ისინი იზიარებენ ერთმანეთის ოცნებებსა და მიზნებს.

წყვილი დიდ დროს უთმობს სხვა წყვილების დახმარებას, განსაკუთრებით კი - თავიანთი მარტოხელა მეგობრების. მათ აქვთ ძლიერი გონებრივი კავშირი, რისი გაქრობაც ადვილი ნამდვილად არ არის.



ქალწული და კურო

image

ქალწულიც და კუროც მიწის ნიშანია, რაც მათ თითქოს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს თიხასავით შეეწებონ. მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი მარტივია და ურთიერთობაც ძალიან მშვიდი აქვთ. ერთმანეთთან არიან პატიოსნები და გულწრფელები, რაც სხვა ადამიანებთანაც აახლოებთ, როგორც წყვილს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ურთიერთობა გრძელვადიანია.

ეს ორი ნიშანი თითქოს ერთმანეთისათვისაა შექმნილი და ისინიც გრძნობენ, რომ არა მარტო ავსებენ პარტნიორს, არამედ ყოველმხრივ ერთნაირები არიან.



სასწორი და ტყუპები

image

ეს არის ურთიერთობა ორ ჰაერის ნიშანს შორის, ანუ ეს არის ინტელექტუალური კავშირი. იმის გარდა, რომ ფიზიკური კავშირი კარგი აქვთ, გონებითაც აქვთ გააზრებული გრძნობები. ორივე ნიშანს აქვს სულიერების მაღალი დონე და ინტელექტი, ისინი ერთმანეთის გონებაში ხედავენ სექსუალურობას და ტკბებიან ურთიერთობით.

ამ ორ ნიშანს ერთმანეთის მრავალმხრივ ესმის. მათი ურთიერთობაც ჰარმონიული და მშვიდია.



მორიელი და კირჩხიბი

image

ინტენსიური ურთიერთობა შეიძლება მოსაწყენი გახდეს, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე ამ ორ ნიშანს შეეხება. როგორც წესი, წყლის ნიშნებს ახასიათებთ ურთიერთგაგება, რაც კირჩხიბთან და მორიელთან კიდევ უფრო ხშირად გვხვდება. ისინი მგზნებარე გრძნობას ასხივებენ, რითაც, თითქოს, ერთმანეთს კვებავენ.

ისინი ძალიან ხშირად ერთგულები არიან და დაბალანსებული ურთიერთობა აქვთ. ახასიათებთ ზრუნვა ერთმანეთზე და ბევრ რამეში მხარდაჭერა.



მშვილდოსანი და ვერძი

image

ამ ორ ნიშანს ხშირად აქვს მგზნებარე, ცეცხლოვანი კავშირი. ენერგეტიკული მიზიდულობა მათ შორის წყვილს ეხმარება, გაზარდოს, გააძლიეროს და განავითაროს ურთიერთობა.

ისინი საკმაოდ რისკიანები და ენთუზიაზმით სავსეები არიან.

ეს ნამდვილად ძლიერი წყვილია. ეს კავშირი არის ძალა, რომელსაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.



თხის რქა და კურო

image

ეს არის წყვილი, რომელიც ცნობილია იმით, რომ, როგორც იტყვიან, ერთმანეთთან ძალიან დიდი ქიმია აკავშირებთ. ამის გამო ისინი ყოველთვის უსასრულო სიყვარულზე ფიქრობენ, ანუ საკუთარ თავებს ცხოვრების ბოლომდე ერთად ხედავენ ხოლმე.

მათი კავშირი საოცარია. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს. სწორედ ისინი არიან ცნების "მეორე ნახევრის" განმარტება. ბევრს სურს, ჰქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორიც თხის რქას და კუროს აქვთ.


თევზები და მორიელი

image

ეს ძალიან ინტუიტური წყვილია. ორივეს საკუთარი გონება აქვს, რაც ხშირად გაფიქრებინებთ, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და სულაც არ არიან ერთად. ამის მიუხედავად, მათ ნამდვილად აინტერესებთ ერთმანეთის სხეულებიც და სულიც.

მათ სურთ, რომ ყველა პატარა უმნიშვნელო დეტალი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. აქვთ ერთმანეთის პატივისცემა, დიდი ვნება და, რა თქმა უნდა, რომანტიკულობა.

3
24346
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
24346
  
2017, 27 სექტემბერი, 21:54
ეგ ხუმრობიღ რათქმაუნდი..თორემ 10 წელი ვერ გავუძლებდიტ
2017, 27 სექტემბერი, 21:28
მარტო ზოდიაქოს მიხედვით ნუ იმსჯელებთ^^
2017, 27 სექტემბერი, 0:18
ესეიგი მე ვერ ამირჩევია სწორად პარტნიორი :)
0 1 3