საზოგადოება "ვალენტინობა არა ის..." 2017, 13 თებერვალი, 23:51 14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება წმინდა ვალენტინის დღე ანუ სიყვარულის დღე. ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ და ის შეყვარებული წყვილისთვის უკვე განსაკუთრებულ დღედ ითვლება. ვალენტონობის დღესასწაულზე შეყვარებულები ერთმანეთს რომანტიკულ საღამოს უწყობენ და საჩუქრებით ანებივრებენ საყვარელ ადამიანებს. ვალენტინობის დღესასწაულის მოახლოება უკვე იგრძნობა სოციალურ ქსელში. იწერება სტატუსები, იტვირთება ფოტოები და ასე შემდეგ... პეტრე კოლხი ვალენტინობის დღესასწაულს ასეთი სტატუსით გამოეხმიანა: "ვალენტინობა არა ის... ყოველი დღე შენია... ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან. ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია... ვალენტინობა არა ის..." მამა პეტრეს სტატუს მისი მეგობრები დათანხმნენ: "ჩვენში რაც არის, რათ უნდა იმას დაგეგმლი დღესასწაული? სიყვარულით შექმნილ ადამიანშია სიყვარული..." "გეთანხმებით ვალენტინობა არა ის.... ყოველი დღე ხომ სიყვარულია..." "ყველა მართლმადიდებელი ასე უნდა ფიქრობდეს... ყოველი დღე სიყვარულით იწყება და სიყვარულით მთავრდება"... "აუ, განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ!!! ცუდს რას ხედავთ ამაში?" 324 7-ს მოსწონს 2-ს არა
|