x
image
ციცი
Mediator image
საოცარი ისტორია შეუპოვარი ქალისა, რომელმაც 122 წელი იცოცხლა
image
"ახალგაზრდობა -სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომ მე ისევ გოგონა ვარ, უბრალოდ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ცუდად გამოვიყურები"- ჟანა ლუიზა კალმანი.

ფრანგი ჟანა ლუიზა კალმანი 1875 წლის 21 თებერვალს დაიბადა და 1997 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. მას ოფიციალურად მიაკუთვნეს მსოფლიო რეკორდი ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის გამო. კალმანმა გადაიტანა 2 მსოფლიო ომი, 17 პრეზიდენტი, ხანძარი საკუთარ სახლში და თვით ვან გოგსაც კი შეხვედრია.


ეს საოცარი ქალი ყველაფერს ხუმრობით უდგებოდა და ყოველი დღით ტკბებოდა. ისეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, რომ სიკვდილსაც კი არ უნდოდა მისი წაყვანა.

ჟანა კალმანი არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. 21 წლისა იგი შორეულ ნათესავს გაყვა ცოლად.
ახალგაზრდობაში ჟანა ვან გოგსაც კი შეხვედრია. აი რა თქვა ამ გენიალურ მხატვარზე მან:


"ის იყო ბინძური, ცუდად ჩაცმული და პირქუში..."

ადამიანთა უმრავლესობა 85 წლის ასაკამდე ვერ აღწევს, მაგრამ ჟანამ ამ ასაკში დაიწყო ფარიკაობა, 100 წლის ასაკში კი ველოსიპედით კატაობდა. 115 წლისა ფილმში როლზე დაამტკიცეს, 121 წლის ასაკში კი მონაწილეობა მიიღო გადაცემაში "დედამიწის დიასახლისი".

სხვათაშორის, კალმანმა 117 წლის ასაკში დაანება თავი მოწევას და ჭამის წინ სასმელის დალევასაც გადაეჩვია. ნაცნობების თქმით, პლანეტის დიდი ბებია ცხარე სანელებლების და კერძების მოყვარული იყო-"მე შეყვარებული ვარ ღვინოზე"-უყვარდა ხოლმე თქმა.

ბედის ირონიით, ჟანამ თავისი ყველა ახლობლის გარდაცვალება გადაიტანა, შვილიშვილებისაც კი, ამიტომ მას მემკვიდრეები არ დარჩენია. 90 წლის ასაკში კი მან გააფორმა ხელშეკრულება 47 წლის იურისტთან-რაფფრისთან. კონტრაქტის თანახმად იგი მიიღებდა მემკვიდრეობით კალმანის სახლს, თუკი ყოველთვიურად ბინის ქირას გადაუხდიდა ბებიას. საბოლოოდ კი რაფფრი მოხუცზე ადრე გარდაიცვალა, 77 წლის ასაკში, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად მისმა ქვრივმა გააგრძელა ქირის გადახდა.

როდესაც შეეკითხნენ, თუ რაში იყო მისი დღეგრძელობის საიდუმლა, მან უპასუხა:

"ალბათ, იმაში რომ მე არასდროს არ მიმუშავია."

სიცოცხლის უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სიარული უჭირდა ბარძაყის ტრამვის გამო, მაგრამ მას სიცოცხლის ბოლომდე ნათელი გონება და კარგი მეხსიერება ჰქონდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის დამშვიდობებას "კიდევ შევხვდებით! შესაძლოა მომავალ წელსო...", ჟანამ უპასუხა:-"რატომაც არა, თქვენ არც თუ ისე ცუდად გამოიყურებით..."

სუპერ მოხუცი ბოლომდე თავის სტილს ინარჩუნებდა-თეთრი ბლუზა და შავი შარვალი. ყელზე კი ყოველთვის მარგალიტის მძივი ეკეთა.
"ასე მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები..."-ვარაუდობდა ხოლმე მოხუცი.

და როდესაც იგი გარდაიცვალა, იცინოდა არა მარტო ის, არამედ მისი ბედიც.

imageimageimage

0
246
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0