x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქათმის კუჭების სასარგებლო თვისებები (+ თირკმელებში ქვების დაშლის უმტკივნეულო და ეფექტური საშუალების რეცეპტი)
image


კერძის მომზადების დროს, ყველა ცდილობს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის კი იძენენ პროდუქტს, რომელიც კარგად გამოიყურება და ფასიც მისაღები აქვს. ამ ორი კატეგორიის გათვალისწინებით, ბევრი იგნორირებას უკეთებს ქათმის სუბპროდუქტებს (შიგნეულობა), რომელიც ქათმის ხორცზე არანაკლებ სასარგებლოა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო სასარგებლოც კი არის. მაგ., ქათმის კუჭი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის:


1. ნატურალური სორბენტი*


ხალხურ მედიცინაში ქათმის კუჭი საპატიო ადგილს იკავებს, სასარგებლო პროდუქტების პირველ ათეულში. მას იყენებენ მოწამვლის და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა პრობლემების დროს, იმ მიზნით, რომ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოიყვანონ და ნაღვლის წვენის გამომუშავების პროცესი დაარეგულირონ. ის მხოლოდ დიეტური საკვები კი არა – ნატურალური სორბენტი არის. მსგავსი ფუნქციის მედიკამენტებისგან განსხვავებით, ქათმის კუჭი არ ანადგურებს ნაწლავების მიკროფლორას და დასახულ ამოცანას ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე ასრულებს.

image

* ნივთიერება, რომელიც მავნე ნივთიერებებს შთანთქავს.


2. სტიმულაციას უწევს ზრდის პროცესს


თუთია — აი რა არის ყველაზე ფასეული ქათმის კუჭში. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი, იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს, ხოლო ქათმის შიგნეული სწორედ იმდენ თუთიას შეიცავს, რომ მისი გაძლიერება მოხდეს.
ძვლის ქსოვილის ფორმირებისა და გამაგრებისთვის თუთია აუცილებელია, ამიტომ ქათმის კუჭის ხშირად მიცემა რეკომენდირებულია ბავშვებისთვის, 1 წლის ასაკიდან.
თუთია ასევე სასარგებლოა ფრჩხილებისთვის და თმისთვის.


3. არის გამაახალგაზრდავებელი საშუალება



image


ქათმის კუჭი ცილების მაღალი შემადგენლობის გამო, უზრუნველყოფს ნივთიერებათა სწრაფ ცვლას, ხოლო სელენიუმი ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას. გარდა ამისა, სელენიუმი ათობით ჰორმონის და ფერმენტის შექმნაში მონაწილეობს და ის იოდზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
ორგანიზმში სელენიუმის ნორმალური ბალანსი – ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობა არის.


4. შეიცავს უამრავ ვიტამინს


ის შეუცვლელი საშუალება არის ავიტამინოზთან ბრძოლისას! ქათმის კუჭი დიდი რაოდენობით B9 ვიტამინს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას და დაყოფას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველს ქსოვილის მუშაობას.

ამ სუბპროდუქტის შემადგენლობაში არის: სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, მანგანუმი. ის ასევე შეიცავს რკინას და სასარგებლოა ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის.


image



5. არის წამალი თირკმელებისთვის


ის რომ ქათმის კუჭი ნატურალური სორბენტი არის და რომ მას მავნე ნივთიერებებისგან თირკმელების გასუფთავება შეუძლია, უკვე იყო აღნიშნული. თუმცა, არსებობს კუჭების მომზადების განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც მას სამკურნალო საშუალებად – თირკმელებში ქვების დასაშლელ წამლად აქცევს.

წამლის მოსამზადებლად, ქათმის 10-15 ცალ კუჭს მოაცილეთ შიდა აპკი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაფქვით ყავის საფქვავში. მიიღეთ 1 ჩ. კ. უზმეზე, საუზმემდე 30 წთ-ით ადრე (ფხვნილს არა აქვს გემო). მკურნალობის ხანგრძლივობა ორი თვე. ქვები დაიშლება და ორგანიზმიდან უმტკივნეულოდ გამოვა. არა აქვს მნიშვნელობა, ქვის სახეობას. და კიდევ, მკურნალობის დროს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება (წყალი, ჩაი, ასკილის ნაყენი).

P.S. თუ ამის შემდეგ, კიდევ დარჩება თირკმელებში რამე, 2 თვე შეისვენეთ და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.

imageimageimageყველაზე გავრცელებული შეცდომა ქათმის კუჭის მომზადების დროს ის არის, რომ არ იციან, თუ რამდენ ხანს უნდა ხარშონ ის. ახალგაზრდა ქათმის კუჭის მოსახარშად საჭიროა 40 წუთში, ხოლო დიდი ქათმის – 2 საათი. ასეთი ხანგრძლივი ხარშვა იმისთვის არის საჭირო, რომ კუჭი მაგარი ქსოვილებისგან შედგება და მისი დარბილება არის საჭირო.

და კიდევ, ამ პროდუქტის შეძენის დროს, დააკვირდით ხარისხს. ის სუფთა და პრიალა უნდა იყოს.

ქათმის კუჭიდან სხვადასხვა სახის კერძების მომზადება შეიძლება: შეწვა, მოხარშვა, მოთუშვა, კერძები სოუსით.. მისი გამოყენება ნებისმიერი სახით სასარგებლო არის.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

მკურნალობა მურაბით (+ «ხუთწუთიანი» მურაბის და სამკურნალო მურაბების რეცეპტები)

ზამთარში ავად რომ არ გახდეთ, გაიწმინდეთ ორგანიზმი ხილით და ბოსტნეულით

11 პროდუქტი, რომელსაც ზიანი მოაქვს, თუ კონკრეტულად განსაზღვრულ დროს არ მიირთმევთ!

კვების აუცილებელი რაციონი, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად – «ხელის დიეტის» 5 პრინციპი

30 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ორგანიზმისთვის

რძე მეგობარი თუ მტერი?

უცხიმო მჭადი, სენდვიჩების საცხობით

0
4672
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0