x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ განვაახლოთ დახეული კედები და ბოტასები - ეს ძალიან მარტივია!
როგორ ვექცევით დაძველებულ ან გახეულ კედებს? უმეტესობა ალბათ ყრის, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც იცის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქსოვილი გაგეხათ, კედების რესტავრაცია შესაძლებლია. უფრო მეტიც, ერთი მარტივი და მიზერული დანახარჯების მქონე პროცესის შედეგად ხელში შეგრჩებათ ახალი, სრულიად სხვაგვარი კედები.

ქვემოთ გიამბობთ, როგორ შეიძლება დახეული კედების რესტავრაცია საკუთარი ხელით.

გახეული ფეხსაცმლის რესტავრაციას ადვილად მოვახერხებთ ე.წ. თერმონაჭრის საშუალებით.

imageრემონტის დაწყებამდე აუცილებელია ფეხსაცმლის გარეცხვა და გაშრობა.


image


ამის შემდეგ პრობლემურ ადგილზე დააკერეთ წყალგაუმტარი ქსოვილის, ე.წ. "პლაშოვკის" ნაჭერი. ამის გაკეთება საჭიროა გარედან, რათა რესტავრირებული ფეხსაცმელი არ მოიჭმუჭნოს და სიარულისას დისკომფორტი არ შეგვიქმნას.



image


გააცხელეთ უთო მაქსიმალურ სიმხურვალეზე, ორთქლის გარეშე.


image
აიღეთ თერმონაჭერი და გაჭერით ნახევარზე, მოაშორეთ დამცავი აპკი და დაადეთ ქსოვილი ფეხსაცმლის პრობლემურ ადგილზე.


image

უთო გედოთ თერმონაჭერზე მანამ, სანამ ნაკეცები არ გაქრება. თუ ქსოვილის რომელიმე ნაწილი ზედმეტი აღმოჩნდა, მოაჭერით იგი ფრჩხილების მაკრატლის საშუალებით.
image

როგორ გავათეთროთ კედების ძირი

კედებისა თუ ბოტასების ძირი ძალიან სწრაფად ჭუჭყიანდება და ფერს იცვლის. სამწუხაროდ, გარეცხვა ამ შემთხვევაში ყოველთვის არ შველის. თუმცა ამ პრობლემასაც მარტივად გაუმკლავდებით ლიმონმჟავის საშალებით: კედის ძირის მთელი ზედაპირი გახეხეთ ლიმონმჟავის ფხვნილით, დააყოვნეთ გარკვეული დროით და შემდეგ საგულდაგულოდ ჩამორეცხეთ. ფეხსაცმლის ძირს კარგად ათეთრებს ასევე საკვები სოდა.


image
ასევე კარგი მეთოდია ძველი კბილის ჯაგრისისა და ჩვეულებრივი მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენება. ასე რომ, ფერშეცვლილი ძირის გამო კედების გადაყრა ნამდვილად არ ღირს.

კედებისა და ბოტასების თასმების შეკვრის სხვადასხვა მეთოდები

ზოგჯერ საკმარისია ფეხსაცმელზე თასმების სხვაგვარი განლაგება გამოიყენოთ და სრულიად შეიცვლება თქვენი კედებისა თუ ბოტასების ვიზუალი. თუ ამას თასმების ფერის გამოცვლასაც დაამატებთ, საკუთარი ფეხსაცმელი თავადაც ახალი გეგონებათ. თასმების შეკვრის უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთაგან რამდენიმეს ქვემოთ წარმოგიდგენთ.


imageimageimageimageimage

ასევე საინტერესოა:


1. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!

image


2. როგორ მივხვდეთ 2 წამში კომფორტული იქნება თუ არა ახალი ფეხსაცმელი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


3. როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


4. როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდი

image


5. როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთარში ფანჯრების დაორთქვლა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image










0
8385
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0