სხვა პასუხი თუ რატომ უნდა გვჯეროდეს სასწაულების... 2017, 6 თებერვალი, 1:42 სასწაულების არსებობის შესახებ ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს... აი, რომ დაუსვა სხვადასხვა უცნობ ადამიანს კითხვა არსებობს თუ არა სასწაულიო, ზოგმა შეიძლება აგრესიული პასუხი გაგცეს, ზოგი უბრალოდ გაგიღიმებს, ზოგმა კი შეიძლება იმედიანად გითხრას :
" ვიმედოვნებ კიო..."
იგივე შემთხვევაა თოვლის ბაბუაზეც, ყველა ბავშვს თავისი აზრი აქვს ... მათი პასუხები განსხვავებულია ინდივიდისა და ასაკობრივი განსხვავებულობის მიხედვით, მაგრამ ისეთი უცნაური პასუხი, როგორიც ჩემმა მოსწავლე თეკლამ გამცა არასდროს მომისმენია... ის თითქმის ათისაა... თოვლის ბაბუა კი არსებობს, მაგრამ ისე არა რო ყველა ბავშვს საჩუქარს უკეთებდეს-ო ... თუმცა რაღა დროს თოვლის ბაბუ და საჩუქრებია, უკვე თებერვალია... სასწაულებზე დავიწყე წერა .. ფიქრი კი იმ აზრმა გამიჩინა, რომ დღესდღეობით სოციალური ქსელის საშუალებით უამრავი აქტივობაა, რომლის გამარჯვებული ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს. ალბათ ასეთ აქტივობაში საზოგადოების ის წარმომამადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც ცხოვრებას ყველაფრის მიუხედავად პოზიტიურად უყურებს და სასწაულების სჯერა...არამარტო სიტყვიერად, არამედ გულწრფელადაც. ბევრი კომპანია ისევ თავისი "პროდუქციის" პოპულარიზაციის მიზნით ხშირად მიმართავს წახალისების მეთოდს... დღეს კი ელიტ ელექტრონიქსმა აქტუალური გახადა თემა: " ❤ გაუთბე გული შენს საყვარელ ადამიანს "... დაიწყეს მასშტაბური გამოკითხვა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავენ რომელი ტექნიკა გაგიხარდებათ ყველაზე მეტად საჩუქრად... საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ყველაზე მოთხოვნად ტექნიკაზე იქნება სიურპრიზები... ასეთი სახის კამპანიებს ზოგი არასერიოზულად აღიქვამს, მაგრამ როცა საქმე დიდ კომპანიას ეხება არასდროს წამოიწყებს ისეთ აქციას, რომელსაც ვერ განახორციელებს და საფრთხეს შეუქმნის მის სახელს...არამარტო კომპანიების კეთილსინდიერების იმედით არამედ მათი გათვლების მიხედვითაც შეგვიძლია თამამად გვჯეროდეს სასწაულების... მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ყველაფრის მიუხედავად სასწაულების რომ სჯერა... ჰოდა, ვისაც გვჯერა სადმე აუცილებლად გველოდება...და გაგვიმართლებს კიდეც. 44 შეფასება არ არის
|