სხვა თქვენ შეგიძლიათ ყველა ფეხსაცმელი წყალგაუმტარი გახადოთ 2017, 5 თებერვალი, 20:05 სადაცაა ზამთარი წავა და დადგება წვიმიანი გაზაფხული, ხშირ წვიმებებს კი სველი ფე- ხები და გაციება მოჰყვება. გთავაზობთ, როგორ დაიცვათ თქვენი ფეხები და ჯანმრთე- ლობა გაზაფხულის წვიმიანი ამინდებისაგან. თქვენ შეგიძლიათ დღესვე შეიძინოთ რეზინის ჩექმები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გაგიიო- ლოთ ცხოვრება, გავხადოთ ნებისმიერი ფეხსაცმელი წყალგაუმტარი. სულ რამდენიმე წუთი და მინიმუმი დანახარჯით თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ფეხსაცმელი ტალახისგან, მარილიანი წყლის ზემოქმედებისგან და სხვა პრობლემებისგან, რა თქმა უნდა, გუბეებში გავლას თუნდაც “ დამუშავებული“ კედებით არ გირჩევთ, მაგრამ ამ ნივთიერების ზემოქმედებით შეგვიძლია გარკვეულწილად თავი დავიცვათ: 1.ფუტკრის სანთელი ან ჩვეულებრივი ცვილი. 2.ფენი. 3.რეზინის ხელთათმანები აიღეთ ცვილის ნაჭერი და კარგად გადაუსვით მთელ ზედაპირზე, გაიმეორეთ რამდენ- ჯერმე. სასურველია იმოქმედოთ რეზინის ხელთათმანებით, რომ არ გაწვალდეთ შემდეგ ცვილის მოშორებით, ამის მერე ჩავრთოთ ფენი და გავათბოთ ფეხსაცმელი, რათა გადნეს ცვილი და ჩაჯდეს ქსოვილში, ფენი ვამუშაოთ მინიმუმ ხუთი წუთით მაღალ ტემპერატუ რაზე. ამის მერე გადით ქუჩაში და პრაქტიკაში გამოსცადეთ ძველი ფეხსაცმლის ახალი თვისება. 375 7-ს მოსწონს
|