სხვა გოგონას გველი ყურში გაეჭედა 2017, 3 თებერვალი, 18:47 ![]() უნცაური პაციენტი ეწვია ამერიკის ერთ-ერთ კლინიკას. გოგონა პორტლენდიდან(შრატი ორეგონი)ეშლი გლეივი ყურში გარჭობილ გველთან ერთად მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც გოგონამ განაცხადა, მოშინაურებული პითონი გოგონას მოულოდნელად შეუძვრა საყურეში, რომელსაც ღარის ფორმა ჰქონდა და უკან გამოძრომა ვეღარ შეძლო, რადგან ახალი ნასადილები იყო. "როდესაც ბარტმა ჩემს ღარის ფორმის საყურეში თავი შეჰყო თავიდან მესიამოვნა და მომეჩვენა, რომ საკმაოდ მიმზიდველი და გასართობიც იყო, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ მივხვდი, რომ მას უკან ვეღარ ვაძვრენდი."-აღნიშნა გლეივმა. ![]() "ეს არის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სულელური მომენტი, როდესაც ჩემს კალიბრისებ საყურეში ჩემი საკუთარი გველი შემიძვრა.იძულებული გავხდი გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის მიმემართა"-აღნიშნა ეშლიმ. ექიმებმა გოგონას ჯერ ყური გაუყინეს, რომ ტკივილი არ ეგრძნო, შემდეგ კი სპეციალური ძაფების მეშვეობით ისე გაუწელეს ყური, რომ ბარტმა დამოუკიდებლად შეძლო გამოძრომა. ![]() 208 5-ს მოსწონს 1-ს არა
|