x
image
თეონა გორდეზიანი
მომსახურების პაკეტი, რომლითაც დაისვენებთ...
ისტორია, რომელიც მინდა დავწერო თითქოს არანაირ კავშირშია ჩემს აღმოჩენასთან, მაგრამ ეს ამბავი რომ არა, არასდროს დავფიქრდებოდი საჭიროებაზე და ვერც აღმოვაჩენდი მომსახურების პაკეტს - ჯეოსელის პაკეტი "მეტი". დაწერა კი იმიტომ მომინდა, რომ ამის შემდეგ დავისვენე და აღარ მაქვს ყოველდღიური საფიქრელი დამრჩა თუ არა ანგარიშზე ბალანსი. ეს ხომ ჩვეულებრივი

" მოკვდავი" ადამიანების ერთ-ერთი წვრილმანი პრობლემაა.



ამბავი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს პროექტის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ერთი რიგითი მასწავლებელი გავხდი. ქართული უნდა მესწავლებინა ეთნიკური უმცირესობებისთვის და გამანაწილეს სომეხ უსაყვარლეს ბავშვებთან, შორეულ ჯავახეთში. ოჯახისგან, მეგობრებისგან, ძველი სამსახურებისგან შორს და გადაჭარბება ვიცი არ იქნება, შეიძლება ითქვას ცივილიზაცისგანაც შორს. ერთ გოგონასთან ერთად გამანაწილეს, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. მას ისტორია უნდა ესწავლებინა...


image



გაყინული ფარავნის ტბა...


ეს წელი ყველაფრის მიუხედავად ჩემთვის დაუვიწყარია, თუნდაც გარემოსთვის...მაგრამ მე და თამთას, რომელმაც ჩემთან ერთად გაატარა ეს განსაკუთრებული წელი არ გვქონდა ტელევიზორი (გვქონდა, მაგრამ არაქართული არხებით) არ გვქონდა გათბობა ( გვქონდა, თუმცა იყო წივის "ფეჩი", წივა = გამხმარი ნაკელი),

არ გვქონდა აბაზანა

( გვქონდა, თუმცა არ იყო ნამდვილი, ისეთივე მინუს ტემპერატურით, როგორც გარეთ)...

არ გვქონდა ბევრი არაფერი და განსაკუთრებული, მაგრამ იმ სამყაროდან საიდანაც ჩვენ აღმოვჩნდით მოგვცეს ე.წ კორპორატიული ნომერი, ჯეოსელის კორპორატიული ინტერნეტით...ჰოდა, ეს იყო ერთადერთი კავშირი ჩვენს ხსენებულ სამყაროსთან.



image



სკოლის შემდეგ, როცა ჩემთან განაწილებული მასწავლებელი თამთა და მე შინ დავბრუნდებოდით სომეხ ქალბატონ ეხსოსთან და ბაბუა გევორქასთან ვერ გვქონდა კომუნიკაცია ენის ბარიერის გამო, ამიტომ როცა ადამიანებთან კონტაქტი მოგვენატრებოდა ვიყენებდით კორპორატიულ ნომერს და ვიყავით კავშირზე იქ სადაც გვინდოდა...


ჩემთვის ეს წელი ამოუწურავია... კიდევ ვაპირებ ამ თემაზე ბევრი რამის გახსენებას და დაწერას...

ეს პროექტი ერთი წლის შემდეგ დასრულდა და წამოვედი, წამოვიღე უამრავი შთაბეჭდილება, დიდი გამოცდილება, ნამდვილი მეგობრები და უანგარო სიყვარული, რომელიც არასდროს გამინელდება...


image



პროექტის დასრულების შემდეგ გამიუქმდა კორპორატიული ნომერი, რომლითაც როცა მომინდებოდა და რამდენიც მომინდებოდა ვსაუბრობდი, შემდეგმა სამსახურმა ასეთი ნომრით აღარ გამანებივრა და რადგან შეჩვეულზე გადაჩვევა ძალიან ძნელი ყოფილა დავიწყე ფიქრი " პრობლემის" მოსაგვარებლად...


... და ცოტა ხნის შემდეგ ვიპოვე კიდეც, ის პაკეტი რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი.


image



ვფიქრობ, ეს პაკეტი

( მეტი - 5, მეტი -10, მეტიუსასრულო)

იმ ადამიანებისთვისაა ვისაც არ აქვთ კორპორატიული ან უბრალოდ ჩემსავით აღარ "გაუმართლათ" ... ამ შემთხვევაში თავად შეგიძლიათ შეიქმნათ ამ კუთხის კომფორტი, ამის აღმოჩენის შემდეგ აღარ ვფიქრობ მაქვს თუ არა ბალანსზე და თავისუფლად ვრეკავ რაჭაში ბაბუასთან...

ჯავახეთში მეგობრებთან და ნებისმიერ დროს მზად ვარ ქართველი და სომეხი მეგობრებისთვის...


image










0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0