x
image
natia.a
სისხლის ჯგუფის მიხედვით თქვენს ტემპერამენტზე ბევრი რამის გაგება შეიძლება - დააკვირდით!
image

ადამიანის ტემპერამენტის შესწავლა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ამ საკითხისადმი ინტერესი, პირველ რიგში უკავშირდება ადამიანებს შორის აშკარა ინდივიდუალურ განსხვავებებს. ტემპერამენტზე საუბრისას, ძირითადად ვგულისხმობთ მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ნიშნებს: ემოციის სიღრმესა და სიმტკიცეს, მოქმედების ენერგიულობას, ქცევისა და ქმედების ინდივიდუალურ თავისებურებებს.


ამ საკითხის კვლევის უამრავი მეთოდი და მიდგომა არსებობს. მაგალითაც, იაპონელები და კორეელები მხარს უჭერენ თეორიას, რომლის მიხედვით ტემპერამენტის თავისებურებები უკავშირდება ადამიანის სისხლის ჯგუფს. სხვათა შორის, იაპონიაში ბევრ კომპანიაში თანამშრომლებს დღემდე სისხლის ჯგუფის გათვალისწინებით არჩევენ.


ქვემოთ გთავაზობთ ტემპერამენტის ზოგად ნიშნებს, რომლებიც სისხლის სხვადასხვა ჯგუფის მქონე ქალებს ახასიათებთ.



I ჯგუფი


image

ამ ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონები საკმაოდ ეგოისტები არიან. მამაკაცებთან ურთიერთობაში ისინი ძალიან ეჭვიანები და ვნებიანები არიან. მშვენიერი სქესის ეს წარმომადგენლები ცდილობენ ყველაფერში აკონტროლონ თავიანთი რჩეული. ასე რომ მამაკაცი, რომელსაც "გვერდით გასეირნება" მოუნდება, ნაკლებად შეძლებს თავისის გეგმების განხორციელებას.


ამ ჯგუფის სისხლის ქალებს, როგორც წესი, ისეთივე "მტაცებლები" აინტერესებთ, როგორიც თავად არიან. მშვიდ და დამყოლ პარტნიორებთან მალე იწყენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს-ლედებს, მეწარმეებსა და მსოფლიოში ცნობილ სახეებს შორის სწორედ I ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონები ჭარბობენ.


II ჯგუფი


image

მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ ქალბატონებს, რომლებიც გამოირჩევიან მოთმინებითა და სიმშვიდით. ისინი ჩანან უანგარონი, მეგობრულები და ძალიან დისციპლინირებულნი. ყველაზე მეტად ამ ჯგუფის სისხლის მქონე ქალები წესრიგსა და სიმყუდროვეს აფასებენ. ცდილობენ პრობლემები კომფორტულად და კონფლიქტის გარეშე გადაჭრან.


მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონები ძალიან ჯიუტები არიან და სწრაფად ღიზიანდებიან. ისინი თავს კომფორულად გრძნობენ ხელქვეითის რანგში. სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ძალიან მორიდებულები და მორცხვები არიან. აღსანიშნავია, რომ II ჯგუფის წარმომადგენლები იდეალური ცოლები არიან.

III ჯგუფი


image

ეს ქალბატონები გამოირჩევიან მოქნილი ხასიათით: შესანიშნავად იტანენ მარტოობას და დიდ კოლექტივშიც ისე გრძობენ თავს, როგორც თევზი წყალში. პირველი ორი ჯგუფისგან განსხვავებით, III ჯგუფის სისხლის მქონე ქალებს არც მმართველობა იზიდავთ და არც ხელქვეითობა. ისინი სარგებლის მიღებას ახერხებენ სრულიად განსხვავებული სიტუაციებიდან ისე, რომ დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებენ.


მესამე ჯგუფის სისხლის მქონე გოგონებს უყვართ წვეულებები, ფლირტი და გასაკვირიც არ არის, რომ მათ ბევრი საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემელი ჰყავთ.


IV ჯგუფი


image

მეოთხე ჯგუფის სისხლის წარმომადგენლები არიან ძალიან გაწონასწორებული და რბილი ხასიათის. ეს ქალბატონები გამოირჩევიან ზრდილობით, ტაქტიანობითა და პატიოსნებით. ამასთან, მათ ძალიან უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება: ყოველთვის აწვალებთ ეჭვები და შინანაგი კონფლიქტები. ამ ჯგუფის ქალები, როგორც წესი, ძალიან უყვართ, მაგრამ კარგად იშვიათად იცნობენ. სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ძალიან გულწრფელნი არიან.


ასევე საინტერესოა:

1. დააკვირდით თქვენს ცერა თითს და საკუთარ თავზე ბევრ რამეს შეიტყობთ

image

2. როგორი ვართ რეალურად - ფოტოზე როგორიც ვჩანვართ თუ სარკეში? - გაითვალისწინეთ!

image

3. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

image

4. იპოვეთ თქვენი თავი ამ ხეზე და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა - სცადეთ!

image

5. დააკვირდით ამ გოგონას და ნახავთ როგორი აზროვნება გაქვთ: ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენს IQ-ს გაჩვენებთ

image







2
3815
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3815
  
2017, 2 თებერვალი, 23:41
I ჯგუფი, არ ვიცოდი "მტაცებელი" თუ ვიყავი :)))) ... თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ემთხვევა
2017, 2 თებერვალი, 21:00
IV ჯგუფი
0 1 2