სხვა ტიბეტური ასტროლოგია და ცხოვრების გზამკვლევი 2019, 6 აგვისტო, 11:14 ტიბეტში სულ 5 მეცნიერებას სწავლობენ: პირველი მეცნიერება ხელობას უკავშირდება, მეორე – ხმას და ყველაფერს, რაც მეტყველებასთან არის კავშირში, მესამე – ასტროლოგია-ასტრონიმიას, მეოთხე – ცნობიერებას, ხოლო მეხუთე – მედიცინას. ძველი ტიბეტური წყაროების მიხედვით, უძველეს დროში, დაახლოებით, 18 ათასი წლის წინ, დედამიწაზე ერთიანი ასტროლოგიური ცოდნა არსებობდა, რომელიც განმანათლებელმა არსებებმა, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ტანჯვისგან გათავისუფლების მიზნით, პლანეტაზე ჩამოიტანეს. ძველ ტიბეტურ ტექსტებში უამრავი ლეგენდა და თქმულებაა შემონახული, რომლებშიც ასტროლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეაა აქცენტები გაკეთებული. ტიბეტური ასტროლოგიის ცოდნა, ათასწლეულების მანძილზე, მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა და ტრადიციების უწყვეტ ჯაჭვად დღემდე რჩება. ტიბეტური ასტროლოგია, ყველაზე ახლოს ჩინურ ასტროლოგიასთან არის, – ერთი შეხედვით, ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ იდენტურია. თუმცა, რიგი, მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ტიბეტი მაღალმთიანი ქვეყანაა და საუკუნეების მანძილზე დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული იყო, მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მეზობელ სახელმწიფოებთან მაინც ხდებოდა მატერიალური ნივთების და იდეების გაცვლა. ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი, მონღოლეთი, ავღანეთი – ქვეყნებია, რომლებსაც ამა, თუ იმ დოზით, მუდმივად ჰქონდათ კონტაქტი ტიბეტთან. ამიტომ არის, მათ ასტროლოგიაზე ჩინური ასტროლოგიის გავლენა ასეთი ძლიერი... (თუმცა, ვინ ვისგან გადაიღო ცოდნა, ჯერ კიდევ გასარკვევია). ტიბეტურ ასტროლოგიას საფუძველად დოქტრინა უდევს, რომლის მიხედვით, ადამიანი — საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონია და შესწევს უნარი, რომ მომავლის ფორმირება მოახდინოს, ხოლო ასტროლოგია, მას მხოლოდ აკვალიანებს, — იმას კარნახობს, თუ როგორ შეიძლება ჩანაფიქრის საუკეთესოდ განხორციელება. გარდა ამისა, ის კონკრეტული ადამიანისთვის მოსალოდნელი ცუდი მოვლენის არიდებას და წინააღმდეგობის ნეიტრალიზებას ისახავს მიზნად... და როგორც ამბობენ, — შემთხვევების უმრავლესობაში, ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია. რაც შეეხება ზოგად რჩევების, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ასეთია: 1. მოგწონს — თქვი.
20. ნუ დაინანებ დროს და სახსრებს სამყაროს შეცნობის სიამოვნებაზე.
24. იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან გუშინდელი დღე აღარ არის, ხოლო ხვალინდელი, – შეიძლება არც დადგეს. 1026 4-ს მოსწონს
|