x
image
მთვრალი12
"ყურმილიდან გინების ხმა შემომესმა... ქალბატონი საღამოს გარდაიცვალა"

image
"რამდენიმე დღის წინ მის სანახავად ვიყავი...
მწვავე სტენოკარდიული შეტევით დააწვინეს ჰოსპიტალში.
მობილურის ზარი განუწყვეტლივ რეკავდა...
მივხვდი რომ პასუხის გაცემას თავს არიდებდა...
მოვუბოდიშე, დაგტოვებ მეთქი ვუთხარი და შემაჩერა......
ვერ ვეუბნები ჩემებს რაც დამემართა... ფული სჭირდებათ და რაიმე მიშველეო...
სამწუხაროდ იმ რაოდენობის თანხა ჯიბეზე არ მქონდა. შევპირდი, ახლავე მოვხსნი ბანკომატიდან და დავბრუნდები მეთქი. მისამართი ჩამაწერინა... აბა მე როგორ გავუგზავნი აქედანო?
მეორე დღეს ისევ მივაკითხე. გაგზავნის ქვითარი და კოდი მივუტანე... გახარებულმა დაურეკა ქმარს...
300 -ს გიგზავნით, მეტის საშუალება არ მაქვს და ეს გამოიზოგეთო...
ყურმილიდან ყვირილის და გინების ხმა შემომესმა. ქალბატონს სახეზე ფერი დაეკარგა. არ შემიძლია ადამიანო მეტის გამოგზავნა, რა სიკვდილი ვქნაო? მერე ატირდა...
და ქმნა სიკვდილი...
დღეს საღამოს გარდაიცვალა...
პ.ს. მუტრუკებო გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არც ერთი არ იყავით...
როგორ გიმალავდათ საკუთარ ტკივილს. ეგონა რომ თქვენ გეტკინებოდათ, როგორ გიფრთხილდებოდათ და თქვენ.... (???)
პ.ს. უმორჩილესად გთხოვთ საერთო ნაცნობებს, გარდაცვლილი სახელითა და გვარით კომენტარებში არ მოიხსენიოთ.
უბრალოდ რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა... ეს არ არის ერთეული შემთხვევა...
გაუფრთხილდით ემიგრანტ ცოლებს, დედებს, ბებიებს, დებსა და შვილებს, მათ თქვენი თბილი სიტყვა, ასმაგად როგორც აძლიერებს, ცუდი ისევე - ჰკლავს...
" - წერს სოციალურ ქსელში სულა სულაშვილიimage

1
522
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
522
  
2017, 31 იანვარი, 9:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1