"ერთი წელია რაც საქართველოში ჩამოვედი (შარშან, აგვისტოში), ძალიან მომწონს აქაურობა, მეგობრების წრე, გარემოება, ხალხი, გართობა და ასე შემდეგ, ერთ დღეს, 11 ოქტომბერს, ვიყავი მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთი მათგანი იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს (კაიფის მიზნით), ზოგადად ძალიან ამყოლი ვარ მსგავს რაღაცეებში და მომინდა მეც გამესინჯა, ამ დღემდე ყოველთვის ძალიან ცუდად ვუყურებდი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვინც ასეთი სახის აბებს იღებდენ, დავლიე 2 ტაბლეტი ციკლადონი, თავიდან მომეწონა, ვიყავი გაბრუებული, მქონდა ჰალუცინაციები, მეორე დღესვე გამიჩნდა სურვილი ისევ დამელია, დაახლოებით ერთი კივირის მანძილზე მიიღო ამ ჩემმა "კაიფმა" ყოველდღიური სახე, შემდეგ კვირას გავზარდე დოზა და ვსვავდი 10 ტაბლეტს, მეგონა რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ალკოჰოლსაც შევეშვი და მეგონა რომ ეს კარგი იყო, ორი კვირა ვსვავდი, მესამე კვირას ავედი 15 ტაბლეტზე, ბევრი რო აღარ გავაგრძერლო, ორი თვის განმავლობაში ვსვი ეს ტაბლეტი და ბოლო, მაქსიმალური დოზა რომელიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდა იყო 20 ტაბლეტი, ანუ 2 შეკვრა, ეს ტაბლეტები ღირდა 2 ლარი, ორი თვის ამ ორი თვის მიწურულზე, ბოლო დღეები, როცა ვსვავდი რაღაცნაირად ცუდად ვხდებოდი, მქონდა გახშირებული გულის რევა, გადამდიოდა სპაზმურ ტოქსიკოზში, მჭირდებოდა სასწრაფო გადასხმა და დახმარება.
ახლა, დღეს როდესაც ვიხსენებ ამ ტაბლეტების ზემოქმედების ქვეშ რა დღეშიც ვიყავი, ძალიან ცუდად ვხდები და გულის რევის სურვილი მიჩნდება, ახლა უკვე ჩემს თავზე, მარუნ ფაივის კონცერტზე ვიყავით ბათუმში მე და ჩემი მეგობრები, იქ მათ დალიეს ძალიან ბევრი ფსიქოტროპული ტაბლეტები (ასევე კაიფის მიზნით) ორი დღე ხუთი ბავშვი ისე დაიკარგა, რომ სახლს ვერ აგდნებდნენ (ციკლადოლს 6 საათზე მეტი უგრძელდება მოქმედება).
ვიცი რომ ძალიან ბევრი ფსიქოტროპული აფტიაქი არსებობს დღეს თბილისში, "ფარმაცეფტი" ურეცეფტოდ გასცემს ნებისმიერი სახის ფსიქოტროპულ ტაბლეტს (ჩემი ერთ-ერთი მეგობარია ნათელი მაგალითი ამისა, რომელსაც მოჰქონდა ჩემი დავალებით ჩემთვის ეს ტაბლეტები, მიდიოდა და უპრობლემოდ აძლევდნენ), არამხოლოდ თბილისში, ბათუმშიც, ხაშურშიც, ბორჯომშიც, გორშიც, ქუთაისშიც.
არასდროს არავინ არ იღებს ამაზე ხმას, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ეს ყველაფერი გაკონტროლდებოდა.
მე ორი თვის შემდეგ არ მქონდა არანაირი სურვილი ტაბლეტების მიღების მაგრამ ერთხელ ისევ გავსინჯე, უბრალოდ მაინტერესებდა ისევ ცუდად გამხდიდა თუ არა, რათქმაუნდა ისევ ძალიან ცუდად იმოქმედა.
ეს ყველაფერი პირველი ვისაც მოვუყევი, იყო დედაჩემი, ვისი მეშვეობითაც საბოლოოდ!!! შევეშვი ამ ყველაფერს.
ჩემს თანატოლებს მინდა მივმართო, მათ ვინც მსგავს საშინელებებს იღებს, ბავშვებო, მოზარდებო, ძალიან გთხოვთ ! ნუ! ნუ მიიღებთ ამ საწამლავს, ნუ გაინადგურებთ ფსიქიკას, ნერვებს, ჯანმრთელობას, თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა და ხართ ტაბლეტებზე დამოკიდებულნი, დაელაპარაკეთ თქვენს ახლობელ ადამიანს აუცილებლად!!! კითხეთ რჩევა, კითხეთ რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ შეეშვათ და თავიდაანებოთ.
ძალიან გთხოვთ ნუ იზავთ ამ ყველაფერს!
დიდი ხანია მინდოდა ამის შესახებ დამეწერა მაგრამ ვერ მოვაბი თავი, ახლა კი ასე ფართოდ და სახალხოდ გიზიარებთ ამ ამბავს.
და კიდევ, რაც მთავარია ამ პოსტს ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ ხმა ამოიღოს ჩემთან ერთად, იყოს აქციაც (მშვიდობიანი), იქნებ ვინმე ისეთთან მიაღწიოს ამ ამბავმა, რომ რამე იმოქმედოს, რამე გააკეთოს ამის შესაჩერებლად." - წერს სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გიორგი ქისტაური
ყველამ იცის რომ იყიდება ურეცეპტოდ მაგრამ კიდიათ, ეტყობა მთავრობაში ვიღაც წილშია ან შემმტანია ფსიქოტროპული მედიკამენტების.