ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაცია კარგად დამთავრდა და გოგონა დიდი მონდომებით ცდილობს ფეხზე დადგომას.ასევე დღეს თავად შორენა ბეგაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ ევას სარეაბილიტაციო თანხა 20 000 ლარი ჩაურიცხეს, რისთვისაც მსახიობი უღრმეს მადლობას უხდის.ასევე, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გასართობი გადაცემა "იღბლიანი ბორბალი", რომლის წამყვანიც შორენა ბეგაშვილია, ძალიან კარგად ინფორმაციას ავრცელებს ევას შესახებ : "ძალიან კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის! როგორც იცით, ევას ურთულესი
ოპერაციები ჩაუტარდა, ახლა კი ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის თურქეთის
ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს ფეხზე დადგომას.
ეს
თითოეული ჩვენგანის და მისი მონდომების დამსახურებაა, ვუსურვებთ მას მალე
გამოჯანმრთელებას, ფეხზე დადგომას და ცეკვას. დიდი მადლობა ყველას, ვინც
ნებისმიერი ოდენობის თანხა მაინც გადარიცხა, უგულშემატკივრა, მხარში დაუდგა
მას და ჩვენს უსაყვარლეს შორენას. ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია!
თუ გაქვთ სურვილი, კვლავ შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა ევას დასახმარრებლად, ანგარიშებზე:
"მაგთის", "ჯეოსელის" და "ბილაინის" აბონენტებისთვის - 0901701100, ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997
საქართველოს ბანკი: GE57BG0000000642055200
TBC ბანკი: GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
მიმღები: შორენა ბეგაშვილი"