x
image
მთვრალი12
პოსტი ოჯახურ ტრაგედიასა და ნიცაში მომხდარ საშინელებაზე

image"ეს ამბავი ზუსტად 7 წლის წინ მოხდა :/
ზესტაფონში ვიყავი. "ზესტაფონს" 2 დღეში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა შვედურ გუნდთან. ხოდა, მეც რამდენიმე დღით ადრე წავედი.
ქუჩაში ვიდექი, უცებ ტელეფონი მირეკავს. ნაცნობი იყო და მეკითხება. შენი ახლობელი ხომ არავინ მუშაობს საქართველოს საელჩოში -ირანშიო. მეთქი კი- ბიძაჩემითქო(დედაჩემის ძმა). ვერაა კარგი ამბავიო. უცებ, ვიფიქრე, რომ რაღაც არაკანონიერი გააკეთა გივიმ. თუმცა ამის დაჯერება ძალიან რთული იყო, ძალიან. აბა, მითხარი, რა ხდებათო. და უცებ მეუბნება ისეთ რაღაცას, რისი გაგობნებაც არასდროს მიფიქრია, არც კი დამსიზმრებია, რომ მსგავს ამბავს ჩემი ოჯახის წევრზე გავიგებდი - თეირანიდან მომავალი თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ბიძაშენი დაიღუპაო. ბიძაჩემი, უსაყვარლესი გივიკო, რომელიც სულ 43 წლის იყო :/ მასთან ერთად დაიღუპა 170-მდე ადამიანი. უფრო სწორად ისინი, ყველანი სრულიად გაქრნენ :/
მაშინ მივხვდი, რომ სამყარო არის ერთი და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაგვემართოს ისეთი რამე, რაც გვგონია, რომ მხოლოდ ძალიან შორს ხდება:/ და თითქოს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს ვერ მოგვწვდება :/
დღეს დილით, ამ ამბიდან 7 წლის შემდეგ, რომ გავიგე ნიცაში მომხდარი საშინელების შესახებ, ეგრევე მომინდა თქვენთვის მეთქვა - ადამიანებს გვაქვს საერთო სიხარულები და საერთო უბედურებები - კანის, ეროვნების და მოქალაქეობის მიუხედავად. რადგან ადამიანები ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ, დედამიწაზე" - წერს ნიკა ქავთარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერძე.სტატუსი საკმაოდ დამაჯერებელი და დრამატულია, რასაც საზოგადოებისგანაც ანალოგიური ემოცია მოჰყვა.image

1
740
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
740
  
2016, 16 ივლისი, 16:50
პოსტი გავიგე, მარა ფოტო ვერ გავიგე))
0 1 1