x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსული უახლესი გამანადგურებლის მიგ-35(იგივე Fulcrum-F)–ის პრეზენტაცია
imageლუხოვიცაში, მოსკოვის მახლობლად სამრეწველო კომპლექს РСК "МиГ"-ში შედგა უახლესი რუსული გამანადგურებლის МиГ-35-ის, (ნატოს კლასიფიკაციით Fulcrum-F)თაობა 4++ პრეზენტაცია.



უახლესი რუსულ საშუალო წონის თვითმფრინავის პრეზენტაციას მიესალმა მთავრობის მეთაურის მოადგილე დიმიტრი როგოზინი.


image

რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ვ. ნ. ბინდარევმა განაცხადა, რომ გამოცდების შემდეგ მიგ-35 ჩაანაცვლებს მიგ-29-ს.



პრეზენტაციის შემდეგ სტუმრები გაიყვანეს ასაფრენ ზოლზე, სადაც მიგ-35-მა საცდელი გაფრენა განახორციელა.

image


მიგ-35 -განკუთვნილია მოიპოვოს საჰაერო უპირატესობა და განახორციელოს ეფექტური ზეზუსტი დარტყმები სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე, საჰაერო თავდაცვით სისტემებზე მტრის ტერიტორიების ფარგლებს მიღმა ზონიდან. ფრენის ტესტები 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. სავარაუდოდ პირველი 30 თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ძალებს 2020 წლამდე ექნებათ.



მიგ-35-ის ტექნიკური მაჩვენებლები:




ტექნიკური მახასიათებლები

ეკპიპაჟი: 1 ან 2 პირი
სიგრძე: 17, 32 მ
ფრთების სიგრძე: 12 მ
სიმაღლე: 4.73 მ
ფრთების ფართი: 40 m²
მასა:
ცარიელი: 11, 000 კგ
ნორმალური ასაფრენი წონა: 17.500 კგ

მაქსიმალური ასაფრენი წონა: 23, 500 კგ


ძრავა

ძრავის ტიპი: ტურბორეაქტიული ორკონტურიანი, ფორსაჟული კამერა და მართვადი ვექტორის კონტროლი
რაოდენობა: 2 х ТРДДФ с УВТ
მოდელი: РД-33МК

მაქსიმალური გაწევა 2 × 9000 კგ


ფრენის მახასიათებლები

მაქსიმალური სიჩქარე:
მიწასთან ახლოს: 1, 450 კმ / სთ
მაღლა :2700 კმ / სთ
ფრენის დიაპაზონი საწვავის შევსების გარეშე: 3100 კმ
ნორმალური საბრძოლო დატვირთვით: 1000 კმ
მაქსიმალური ჭერი: 17500 მ

მაქსიმალური გადატვირთვა: +10 G


შეიარაღება

ქვემეხი: 30 მმ ГШ-301
საკიდარი კვანძები: 8
იარაღის წონა: 6 ტონა
საკიდარის შეარაღება: ყველა ტიპის მართვადი და უმართავი ჭურვები "ჰაერი-ჰაერი" და "ჰაერი-ზედაპირი"


0
423
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0