სიახლეები ნატო-მ აღიარა,რომ არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს 2017, 22 ოქტომბერი, 10:19 ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე, უფრო ზუსტად არც დაადასტურა და არც უარყო. გერმანული Der Spiegel -ის მტკიცებით ნატო მზად არააა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, გერმანული გამოცემა ეყრდნობა ალიანისს საიდუმლო მოხსენებაზე, რომელიც შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ამ სიტუაციაში მიზეზი არის ნატო-ს ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომელიც არ იძლევა საშუალებას, დროულად მოახდინოს რეაგირება პოტენციური საფრთხის წინაშე და ელვისებურად გადაისროლოს ჯარები. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნატო-ს ლოგისტიკური სისტემა ცივი ომის დასრულების შემდეგ ატროფირებულია. ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატო-ს მართვის სტრუქტურების მოდერნიზაციის შესახებ. რამდენიმე თვის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის გაძლიერება "რუსეთის ქმედებების საპასუხოდ"მოხდება. მანვე აღნიშნა, რომ ნატო ისწრაფვის"რუსეთთან უფრო უკეთესი და კონსტრუქციული ურთიერთობისთვის". 250 6-ს მოსწონს
|