x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა ექსპერტებმა დაასახელეს ქალაქი,რომელიც ყველაზე უკეთესად დაიცავს თავს ბირთვული ომის შემთხვევაში

image

ლონდონისა ან ვაშინგტონისგან განსხვავებით, მოსკოვს შეუძლია გადაურჩეს ბირთვულ ომს, რადგან იგი დაცულია "უზარმაზარი ანტისარაკეტო ფარით", ირწმუნება ამერიკული ჟურნალი The National Interest.


გამოცემა რუსეთის დედაქალაქს გადარჩენისთვის საუკეთესო ადგილს უწოდებს პოტენციური ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში. ჟურნალი შეგვახსენებს, რომ რუსეთის დედაქალაქს, კერძოდ, ანტისარაკეტო თავდაცვის (ABM) სისტემა A-235 "ნუდოლი" იცავს.

ვარაუდობენ, რომ ამ კომპლექსს შეუძლია ებრძოლოს ჰიპერზებგერით საფრთხეებს.


”თუ გავითვალისწინებთ სირთულეებს, რომელიც რუსეთს აქვს შემოსავლის მხრივ, ჯერ კიდევ გასარკვევია, შესაძლებელია თუ არა A-235 პროექტის განხორციელება”, - წერს ჟურნალი.

აპრილში ამერიკულმა გამოცემა 19FortyFive წერდა, რომ რუსი სამხედროები "კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი" ახალი იარაღით. 2020 წლის ნოემბერში @A-235 ნუდოლის@ -ის სისტემის რაკეტა წარმატებით იქნა გამოცდილი სარი-შაგანის პოლიგონზე ყაზახეთში, რომელიც შექმნილია აშშ-ს კონტინენტური ბალისტიკური რაკეტების (ICBM) შესაკავებლად.



მოსკოვის სამრეწველო რაიონის მრავალარხიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემა სისტემა А-235 "ნუდოლი" შეიქმნა 1978 წელს ა. გ. ბასისტოვის და ბ. პ. ვინოგრადოვის ხელმძღვანელობით ცენტრალურ სამეცნიერო და საწარმოო ასოციაცია "ვიმპელში".

1990-იან წლებში გასაგები მიზეზების გამო პროექტის საკონსტუქტორო-საცდელი სამუშაოები დროებით შეწყდა.

2011 წლიდან პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები კონცერნ "ალმაზ – ანტეის" ბაზაზე პროექტის განსახორციელების განახლების შესახებ. შეცვლილი ფორმით, პროექტი უკვე ხორციელდება როგორც მრავალფუნქციური სარაკეტო და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემა, რომლის საბრძოლო შესაძლებლობები მას საშუალებას აძლევს იბრძოლას არამარტო ბალისტიკური კოსმოსური სამიზნეების, არამედ მანევრირებადი პილოტირებადი და უპილოტო კოსმოსური აპარატების წინააღღმდეგ.

image

1
193
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
193
  
2021, 16 მაისი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1