x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკამ შესაძლოა თურქეთისგან რუსული საზენიტო რაკეტები შეიძინოს
image

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ტუნმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს შესთავაზა შეისყიდოს თურქეთისგან რუსული S-400 საზენიტო რაკეტები, იმ პირობით, რომ თურქეთი მომავალში აღარ შეიძენს იმ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს.



თუ ასეთ გარიგებას დაამტკიცებს კონგრესი და პრეზიდენტი, მაშინ შესაძლებელია ნატოსა და ანკარას შორის ბოლო დროს განვითარებული დაძაბული ურთიერთობის მოგვარება.



შეგახსენებთ, 2017 წელს თურქეთმა რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება ЗРК С-400 საზენიტო რაკეტების შეძენის თაობაზე, რამაც გააუმჯობესა მოსკოვის და ანკარას ურთიერთობა, სამაგიეროდ დაძაბა ურთიერთობა ვაშინგტონთან.რაკეტების პირველი პარტია თურქეთმა გასული წლის ივლისში შეიძინა.



აშშ შიშობს, რომ რუსული რაკეტების შესყიდვის შემდეგ თურქეთმა შესაძლოა რუსეთს გაუმჟღავნოს ნატო-ს საიდუმლოებები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მეხუთე თაობის F-35 გამანადგურებლის შემუშავებას.


თურქეთის მონაწილეობა ნატოს ამ პროგრამაში უკვე შეჩერებულია, თუმცა ანკარა არ აუქმებს მოსკოვთან შეთანხმებას.რაკეტების შესყიდვა დროებით, პანდემიის გამო შეაჩერა.


0
351
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0