x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოთახის 9 მცენარე, რომლის დადგმა საძინებელში არის რეკომენდებული
image


ამ მწვანე მეგობრებს არა მარტო შეუძლიათ საძინებელში ყოფნა, არამედ რეკომენდირებულიც კი არის: ოთახში ერთი ან ორი ნელა მზარდი მცენარე არავის შეაწუხებს, ხოლო ჰაერს კი გაასუფთავებს. ჰაერიდან მცენარის მიერ “შესრუტული" მავნე ნივთიერებები, მას ფოთლებზე ილექება მტვრის ფენის სახით და ის აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, რომ ეს ნივთიერებები ისევ ჰაერში არ დაბრუნდეს. მცენარე არ უნდა იდგას მეტისმეტად ახლოს საწოლთან — მათ შორის მანძილი ერთი-ორი მეტრი მაინც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეების ზრდის აქტიური ენერგია, ადამიანს შეაწუხებს, ძილის დროს. საძინებელში არ შეიძლება დიდი რაოდენობით მცენარის დადგმა, რადგან ღამე ისინი ჟანგბადს შთანთქავენ, თუმცა ისეთიც არსებობენ, რომლებიც პირიქით – ღამის საათებში, ჟანგბადს გამოყოფენ.


1. ქლოროფიტუმი. ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს (განსაკუთრებით ფორმალდეჰიდი), ის ჰაერს მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს და ატენიანებს მას. ოთხ დიდ მცენარეს შეუძლია, ერთი დღე-ღამის მანძილზე, 10 კვ. მ. ოთახის 70-80%-ზე გაწმენდა.


image

image

2. სპატიფილიუმი. ეს ყვავილი ჰაერიდან იმ მავნე ნივთიერებებს შთანთქავს, რომლებიც სახლში ოთახის განიავების შემდეგ ხვდება. სპატიფილიუმი ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღებია, რადგან ალერგიას არ იწვევს და მისი დადგმა ნებისმიერ ოთახში შეიძლება. მაგრამ, რეკომენდირებლია საძინებლისთვის.


image

image

3. ალოე. ეს მცენარე ამცირებს მავნე ნივთიერების კონცენტრაციას ჰაერში. ის ოთახში არსებული ფორმალდეჰიდის 90% შთანთქავს, რომელსაც ე. წ. დსპ-ს ავეჯი გამოყოფს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალოე ღამე ჟანგბადს გამოყოფს და ნახშირორჟანგს შთანთქავს.


image

image

4. კალანჰოე. ღამე ჟანგბადს გამოყოფს და ხსნის დეპრესიას.



image

image

5. ბეგონია (განსაკუთრებით სამეფო). ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს და მიკრობებს. მისი არომატი ხსნის დეპრესია. განსაკუთრებით რეკომენდირებულია მისი დადგმა ხანდაზმული ადამიანების საძინებლებში, იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება აწუხებთ.


imageimage
6. გერანი. კლავს ჰაერში არსებულ მიკრობებს, ხსნის შინაგან დაძაბულობას, არეგულირებს ქალის ჰორმონალურ ფონს. განსაკუთრების სასარგებლოა უძილობის დროს. მაგრამ, დადებით თვისებებთან ერთად, უარყოფითი თვისებაც აქვს – მას შეუძლია ალერგიის გამოწვევა, ალერგიისკე მიდრეკილ ადამიანებში.


image

image

7. სანსევიერია. იდეალური მცენარე არის საძინებლისთვის. როგორც ცნობილია, მცენარეების უმრავლესობა ღამე ჟანგბადს შთანთქავს, მაგრამ სანსევიერია, მცენარეთა იმ მცირე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც პირიქით, ჟანგბადს გამოყოფს ღამის საათებში. დახურულ ოთახში ჟანგბადის საჭირო დონის შესანარჩუნებლად, საჭირო არის მცენარის 6-8 დიდი ფოთოლი – 1 ადამიანზე გათვალისწინებით.

image

image

8. კაქტუსი. საუკეთესო ვარიანტი საძინებლისთვის – დიდ ეკლიანი კაკტუსი არის. ეს მცენარე მიკრობებს ანადგურებს და ჰაერში მავნე იონიზაციის დონეს ამცირებს, რითაც ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან იცავს ადამიანს. ამიტომ, მისი დადგმა რეკომენდირებულია იმ ოთახებში, სადაც ტელევიზორი და კომპიურერი დგას, ხმარობენ ნოუთბუკს და ნეთბუკს. თავის მხრივ, მცენარის ზრდა-განვითარებისთვის, საჭირო არის სითბო და დიდი რაოდენობით სინათლე.


image

image

9. დაფნა. ძველთაგანვე ითვლება, რომ ეს მცენარე საუკეთესო საშუალება არის უძილობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პრობლემა ბავშვებს უკავშირდება.

image

2
5069
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5069
  
2017, 31 ოქტომბერი, 14:09
მადლობა ძალიან საჭირო სტატიაა
0 1 2