ქალი და მამაკაცი არსებობს თუ არა ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა 2012, 9 ივნისი, 19:18
მეგობარი ბიჭი- მითი თუ რეალობა. არსებობს თუ არა ორ განსხვავებულ სქესს შორის მეგობრობა? თავდაპირველი კითხავა-ბევრ ბიჭთან მეგობრობ? ახლა კი გულახდილად გამეცი პასუხი. თუ მართლა ბევრი მეგობარი ბიჭი გყავს, დარწმუნებული ხარ რომ მათ არ შეუყვარდები? მაგრამ მეგობრობა ბიჭსა და გოგოს შორის მაინც არსებობს. არსებობს ასეთი გამონათქვამი:"მეგობრობა ქალსა და კაცს შორის-ეს არის ურთიერთობა ან ყოფილ საყვარლებს შორის ან მომავალ საყვარლებს შორის". ეს სწორედ ის შემთხვევაა როდესაც, თქვენ ვითომ მეგობრობთ და ნამდვილ გრძნობებს ფარავთ მეგობრული ურთიერთობებით, ან კიდევ ერთერთი შეყვარებულია მეორეზე და ელოდება საჭირო მომენტს გრძნობის გამოსავლენად. და ასეთი მეგობრობა-თამაში შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, წლების მანძილზეც კი. ხოლო თუ ერთერთი მეგობართაგანი, გოგო ან ბიჭი ფიქრობს რომ მისი სიყვარულის აღიარებამ შეიძლება საერთოდ დააკარგინოს მეგობარი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და არასოდეს არ გამოტყდება თავის ნამდვილ გრძნობაში. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ხანგრძლივი მეგობრობის შემდეგ, გოგო და ბიჭი ხვდებიან რომ მათ ერთმანეთთან აკავშირებთ უფრო მეტი, ვიდრე მეგობორობა და ეს ორ განსხვავებულ სქესს შორის სიყვარულია. და მაინც თქვენ გჯერათ რომ შესაძლებელია გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა? 1214 7-ს მოსწონს 1-ს არა
|