ისტორია მეორე მსოფლიოს ომის 6 საიდუმლო იარაღი, რომლებიც იაპონელებმა დაამზადეს!!! 2017, 20 იანვარი, 13:36 იაპონური ტექნოლოგია მხოლოდ კეთილი სამსახურებისთვის არ გამოიყენება: წარმოგიდგენთ მეორე მსოფლიოს ომის 11 საიდუმლო იარაღს, რომლებიც იაპონელებმა დაამზადეს!!! 1. Fu-Go ბალონური ბომბები - როდესაც ნაცისტები საკუთარ V2-ის რაკეტებს ინგლისურ არხზე ზეწოლისას იყენებდნენ, ამ პერიდოდში იაპონელებმა დრო იხელთეს და აწარმოეს საკუთარი "შურისძიების იარაღები". სამხედრო დიზაინერებმა, საკონტინენტაშორისო რაკეტების დამზადება ვერ მოახერხეს, ამიტომ არჩევანი ფუ-გოუს ბალონურ ბომბებზე შეაჩერეს.
გეგმის განსახორციელებლად იაპონელებმა შექმნეს ისეთ ბალონური ბომბები, რომლებსაც შეეძლოთ 8 კილომეტრის მანძილზე ფრენა და შემდეგ აფეთქება. აშშ-მ სეიტყო რა ამის შესახებ, თუმცა თავის მოკავშირე დიდი ბრიტანეთი მაინც არ გააფრთხილა ამის შესახებ. ბომბების გამოყენება საბოლოოდ ვერმოხერხდა, რაც შეეხება საზოგადოებას, მათ ამის შესახებ, მხოლოდ ომის დასრულების შემდგომ შეიტყვეს. 2. Sen Toku Class Mega Sub (წყალქვეშა ხომალდი) - იაპონელებმა ამ გრანდიოზული მეგა-პროექტებისგან 3 ალტერნატივის შექმნა მოახერხეს, რაც მათ წყალქვეშა ხომალდებში რეკორდსმენს ხდიდა. იაპონელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა წყნარ ოკეანეში ბატონობა და მოულოდნელი თავდასხმა პანამის არხზე. თუმცა გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან ომი დასრულდა. 1946 წელს, წყალქვეშა ხომალდები აშშ-ს გადაეცა, ამერიკელებმა სამივე წყალქვეშა ხომალდი ჰავაის სანაპიროსთან ჩაძირეს. 3. განყოფილება 731 და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება - 1937 წლიდან, ომის დასრულებამდე იაპონელებმა ძალიან ბევრი ბიოლოგიური იარაღი გამოიკვლიეს. ამ იარაღებს შორის იყო: ჩხირების ბომბი, შავი ჭირის გამავრცელებელი ვირუსი და რწყილის ბომბებიც. იაპონიის იმპერიულ არმის 731 განყოფილებაში, ტარდებოდა ბიოლოგიურ იარაღების კვლევები და ამავე იარაღების წარმოების ოპერაციები. საბოლოოდ იაპონელებმა ამ იარაღების გამოყენებით, ჩინეთს რამოდენიმე დარტყმა მიაყენეს. კალიფორნიის უნივერისტეტის ისტორიკოსის, შელდონ ჰ. ჰერისი თქმით, ექსპერიმეტებს 200 000-ზე მეტი ჩინელის სიცოცხლე შეეწირა. გარდა ამისა დაავდებული ცხოველების გათავისუფლებით, ჰარბინის რეგიონში კიდევ 30 000 ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა. იაპონელი მკვევარები, ამერიკელ ისტორიკოსის აზრებს არ ეთანხმებიან და ამ ფაქტს ცილისწამებად თვლიან. ჯამში, ასეთ გასაიდუმლოებულ საქმესთან დაკავშირებით სრულ პასუხს ვერავინ ვერ იძლევა. 4. Fukury თვითმკვლელობის თავდამსხმელი ჩასაცმელი - ეს სპეციალური წყალქვეშა კოსტიუმები, იაპონიის სპეც-ტიმისთვის იქნა დამზადებული. კოსტიუმები დაკომპლექსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით. სპეც-ტიმის მყვინთავები, 9 კილოგრამიან ტყვიებით დაკომპლექსებულ კოსტიუმით, წყლის ფსკერზე ეშვებოდნენ, სადაც 6 საათის განმავლობაში შეეძლოთ გაჩერება. იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევდნენ მტრის ხომალდს, ტარდებოდა თვითმკვლელობის თავდასხმა, ანუ თავს ესხმოდნენ ხომალდს, თუმცა თვითონაც ფეთქდებოდნენ. დღემდე უცნობია, გამოყენებულ იქნა თუ არა ეს იარაღი მეორე მსოფლიო ომში, თუმცა აშშ-ს მტკიცებით, ერთ-ერთ ამერიკულ ხომალდზე თვითმკველობის თავდასხმა განხორციელდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. 5. "Purple" - დაშიფვრის მანქანა - მეორე მსოფლიო ომის ყველაზე პოპულარული დაშიფვრის მანქანად გერმანული - "ენიგმა" სახელდება, თუმცა ერთადერთი დაშიფვრის მანქანა ენიგმა არ იყო. 1937 წელს იაპონელებმა შემქნეს დაშიფვრის მანქანა სახელწოდებით - "97-shiki O-bun In-ji-ki". მოგვინებით ცნობილი გახდა თავის ზედმესახეით - "Purple". 6. Yokosuka MXY-7 Ohka კამიკაძე აირკრაფტი - ომის მსველობასთან ერთად, იაპონელების თვითაფეთქების იარაღებიც მრავლდებოდა. ასე, რომ არსებობდა ისეთი თვითმფრინავებიც, რომლებსაც თვითგანადგურება ევალებოდათ. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა Yokosuka MXY-7 თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად 1944 წლის სექტემბერში გამოჩნდა. იაპონელებმა თვითმფრინავის წარმოებისთვის ძალიან ნაკლებადმნიშვნელოვანი მასალა გამოიყენეს და იარაღის წარმოება საკმაოდ მარტივი იყო. ომის პერიოდში გამოყენებულ "თითმკვლელ თვითმფრინავის" პილოტებიდან გადარჩენილი თითქმის არავინ ყოფილა. წარუმატებლობის მიუხედავად, ამ თვითმფრინავის წყალობით, იაპონელებმა მოახერხეს მხოლოდ ერთი ამერიკული Destroyer გემის ჩაძირვა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 4 - ისტორიის ყველაზე შეშლილი იმპერატორები! 5 - პროდუქტები, რომლებიც გულს იცავს!
1596 9-ს მოსწონს
|