
საუკუნეების მანძილზე, არსებობდა აზრი, რომ ქალის ხვედრი - სახლი, ბავშვები და სამზარეულო არის. მაგრამ, ისტორიაში იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც შეძლეს ამ სტერეოტიპისგან თავის დაღწევა და საკუთარი ნიჭის და საოცარი შრომისუნარიანობის წყალობით, გადატრიალება მოახდინეს სამეცნიერო სამყაროში და მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები აჩუქეს:

უიტნი ედელინ დატონ ტრეინი
გამოიგონა ალფავიტიანი კუბიკები პატარებისთვის. გამოგონების პატენტი 1882 წელს მიიღო.
ვირჯინია აპგარი

სწორედ მისი შექმნილი შკალის მიხედვით აფასებენ ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რუთ უეიკფილდი

რუთმა შექმნა შოკოლადიანი ორცხობილის რეცეპტი, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე ის ერთ-ერთ უგემრიელეს ორცხობილად ითვლება.


ინგრედიენტები:

ფქვილი – 200 გრ.
კარაქი – 120 გრ.
შაქრის ფხვნილი – 120 გრ.
კვერცხი – 1 ცალი
მარილი – 1 მწიკვი
სოდა – ¼ ჩ. კ.
შავი შოკოლადის ფილა ან 100 გრ. შოკოლადის წვეთები (მონეტები)
ვანილინი – 1 შეკვრა

მომზადება:

1. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად > დაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. ცალკე თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ მარილი, ვანილი და სოდა > ერთმანეთს შეურიეთ.
3. შეურიეთ ერთმანეთს ორივე თასში მოთავსებული ინგრედიენტები.
4. დაამატეთ შოლოლადი.
5. ცომი გაყავით 2 ნაწილად > მიეცით ორივე ცომს 5 სმ. დიამეტრის მქონე ძეხვის ფორმა > შედეთ საყინულეში 20 წუთით.
6. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე და როდესაც ამ ტემპერატურაზე გახურდება > საცხობ ფირფიტაზე საცხობი ქაღალდი დაფინეთ > ცომი ფრთხილად დაჭერით 0, 5 – 0, 8 სმ. სისქის ორცხობილებად > დააწყეთ საცხობ ქაღალდზე და თითოეულს, ცენტრში, ოდნავ დააწექით.
7. შედგით ღუმელში 10-12 წთ-ით.
8. როდესაც ორცხობილა გაცივდება, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქრის პუდრა.
ტაბიტა ბებიტი

ტაბიტამ ცირკულარული ხერხის პროტოტიპი გამოიგონა. მოგვიანებით მისი გამოყენება ხე-ტყის საჭრელ საწარმოებში დაიწყეს.
ჯოზეფინა კოკრეინი

ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც გამოიგონა და 1886 წელს ააგო პირველი მექანიზირებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
მარიონ დონოვანი

მარიონი იყო პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ჩვილებისთვის ერთჯერადი საფენები გამოიგონა.
იდა ფორბესი

1917 წელს წყლის ელექტრო გამაცხელებელი გამოიგონა.
მერი უოლტონი

1879 წელს მერიმ შეიმუშავა კვამლის შემცირების მეთოდი, რომელიც მანამდე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოდიოდა ქარხნების, ორთქლმავლების, გემების და საცხობების საკვამურებიდან. უოლტონის სისტემაში, კვამლი წყლის კონტეინერში გადადიოდა, სადაც ჭვარტლი ილექებოდა, ხოლო შემდეგ მისი ჩარეცხვა ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში ხდებოდა.
ელ დოლორეს ჯონსი - «რკინის ქალბატონი»


აკუსტიკური ფილტრი, იგივე ავტომობილის მაყუჩი, დოლორესმა 1917 წელს შექმნა. თუმცა მან, მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც ანალოგიური მოწყობილობა თვითფრინავების ძრავისთვის გამოიგონა.
დღეს ყველა ავტომობილზე ჯონსის მიერ შექმნილი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.
ანა კონელი

სახანძრო კიბე სწორედ ამ ქალბატონმა გამოიგონა.
სარა ბუნი

1892 წლის 26 აპრილს სარა ბუნმა პატენტი მიიღო საუთავებელი დაფის მოდერნიზებისთვის. საუთავებელი დაფები მანამდეც არსებობდა, მაგრამ დაუთავება უფრო მოსახერხებელი გახდა, რაც სარამ დაფას ერთი გვერდი მოუმრგვალა.

სტეფანი კვოლეკი

1965 წელს დოკ. სტეფან კვოლეკმა შექმნა სინთეტიკური ქსოვილი კევლარი, რომელიც ფოლადზე 5-ჯერ უფტო მტკიცე იყო და ცეცხლგამძლე თვისებები ჰქონდა. მისმა გამოგონებამ სიკვდილს ათასობით პოლიციელი, მეხანძრე და სამხედრო გადაარჩინა. კევლერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტების წარმოებაში დღემდე გამოიყენება.
ბეტ გრემი

ის მბეჭდავ-მემანქანედ მუშაობდა და საკორექციო სითხე Liquid Paper-ი გამოიგონა.
მარგარეტ ნაითი

მარგარეტმა 1868 გამოიგონა მანქანა, რომელიც ბრტყელძირიან პაკეტებს აკეთებდა.
ფლორენს პასპარტი

1914 წელს ფლორენსმა მაცივრის პატენტი მიიღო.

ლილიან გილბერტი
პედლიანი ნაგვის ურნა, რომელმაც თავის დროზე დიდი ფურორი გამოიწვია და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ლილიან გილბერტმა და მისმა მეუღლემ ფრენკმა გამოიგონეს. მათ 12 შვილი ჰყავდათ და გამუდმებით რაღაცეებს იგონებდნენ, რომ დიასახლისებისთვის საქმიანობა გაემარტივებინათ.

ბიულა ლუიზა გენრი


ამ ქალბატონმ ცხოვრების მანძილზე 49 პატენტი მიიღო და 110 ნივთი გამოიგონა: მუშაობდა საკერავი მანქანის, საყინულის კამერის, საბეჭდი მანქანის, მექანიკური თოჯინების, ავტომატიზირებულ ქოლგების და სხვა მოწყობილობების შექმნაზე.
მერი ანდერსონი

მერიმ 1903 წელს მანქანის მინების საწმენდები გამოიგონა, რადგან ეცოდებოდა მძღოლები, რომლებიც იძულებულები იყვნენ, წვიმაში და ქარბუქში, ყოველწუთს მანქანა გაეჩერებინათ და მინები გაეწმინდათ.

სინტია ვესტოვერი



სინტია ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ კარიერა ვერ აეწყო და 1890 წელს ნიუ-იორკის ქუჩის დასუფთავების კომისრის მდივნად დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ მუშაობისას, 1892 წელს, გამოიგონა ქუჩების თოვლსაწმენდი მანქანა.

და რომ არა ჰედი კისლერი (ჰედი ლამარი), დღეს GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi არ იქნებოდა.
