x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
1)მზია ჯუღელი-გარდაიცვალა 8 იანვარს, 90 წლის-ქართველი
სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი,
სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების
ლაურეატი, სსრკ სპორტის ოსტატი (1946), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტს დამსახურებული მოღვაწე (1979).

image




2)ალდე კაკაბაძე- გარდაიცვალა 31 იანვარს-83 წელი-ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრის პედაგოგი; პროფესორი.მისი ნამუშევრები მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში:
კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე ჟენევაში(1966), საერთაშორისო
გამოფენა-კონკურსზე ფიეცაში(1970), მსოფლიო გამოფენაზე ვალორისში(1970);
წარმატებით მონაწილეობდა კერამიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე შიკლოშში,
გამოფენაზე მონრეალში(1967), იუგოსლავიაში(1968), საფრანგეთში(1970). ავტორია
ნამუშევრებისა: "ძველებური სიმღერა", "მიტოვებული სოფელი", კერამიკული
პორტრეტი "კახელი", მარანი "ორნი", მარანი "საქართველო". პერსონალური
გამოფენები მოეწყო თბილისში(1974), მოსკოვში(1977), კოპენჰაგენში(1979),
ნანტში (1982), ვლადიმირში (1983). მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთი
ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.


image



3)ბაჩანა ბრეგვაძე-გარდაიცვალა 14 თებერვალს 80 წლის-ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი.გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს
მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის,
ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

image


4)ნანა მჭედლიძე-გარდაიცვალა 29 მარტს 90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი.რეჟისორი ფილმებისა: "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის აგრეთვე წიგნის ავტორი "მხიარული მოთხრობები".


image



5)ბაჩი ქიტიაშვილი-გარდაიცვალა 8 აპრილს ფილტვის კიბოთი. ქართველი როკ-მუსიკოსი, გიტარისტი. როკის პიონერი საქართველოში. 1965 წელს შექმნა ჯგუფი „ბერმუხა“, რომელიც მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზს, პროგრესივ, ჯაზ და ჰარდ-როკს ასრულებდა. ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხამ“ დიდი პოპულარობა მოიპოვა გასული საუკუნის 70-იან წლებში.


image



6)ვერა წიგნაძე–ქართველი ბალერინა. გარდაიცვალა 17 ივნისს 91 წლის ასაკში-საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955). თბილისის საპატიო მოქალაქე (2009). ვერა წიგნაძე 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი. საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,
ვერა წიგნაძეს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“
გადაეცა. წიგნაძე აგრეთვე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია (1949). იყო ასევე სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1948, 1951).

image


7)სულხან მოლაშვილი-პოლიტიკოსი, იურისტი, გარდაიცვალა 29 ივნისს 46 წლის ასაკში.1996 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით
ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი;
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.


image




8)ნოდარ ტაბიძე-გარდაიცვალა 17 სექტემბერს 86 წლის ასაკში-ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი და მისი შემოქმედების მკვლევარი. წლების განმავლობაში იყო თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.დაჯილდოებულია გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი.

image


9)მერაბ ბერძენიშვილი-გარდაიცვალა 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში- ქართველი
მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი
(1965), რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).ის გახლავთ ავტორი ისეთი ცნობილი ქანდაკებებია, როგორებიცაა “მუზა”, “რუსთაველი”, "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი", “კიდევაც დაიზრდებიან…” და სხვა.


image



10)გიზო ჟორდანია-გარდაიცვალა 19 ნოემბერს 82 წლსი ასაკში, რეჟისორი, თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; 1995 წლიდან მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; 1998 წლიდან რეჟისურის
კათედრის გამგე, პროფესორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი
საქართველოში და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული
თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე.საქართველოს სახელმწიფო, რუსთაველის, მემედ აბაშიძის, სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატი. ო.პოპოვის და ალბერტ შვაიცერის სახელობის მედლის მფლობელი.

image

11) ევგენი ჯუღაშვილი-გარდაიცვალა 22 დეკემბერს 80 წლის ასაკში, ინჟინერი და ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, -დაამთავრა ჟუკოვის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია, მრავალი წელი მუშაობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო ქარხნებში, მონაწილეობდა კოსმოსური ობიექტების მომზადებასა და გაშვებაში, მათ შორის ბაიკონურის კოსმოდრომიდან.სტალინის უფროსი შვილიშვილი.


image




იხილეთ აგრეთვე:


2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

0
1228
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0