სხვა 5 გავრცელებული ჩვევა, რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის! 2016, 26 დეკემბერი, 11:01
კარგ ავტომობილზე ბევრი ოცნებობს, თუმცა ყველა მანქანა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საგანი, შეიძლება გაფუჭდეს, თან გაფუჭდეს მფლობელის მიერვე, სრულიად გაუცნობიერებლად. საქმე ის არის, რომ არსებობს მანქანის მართვასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული ჩვევები, რომლებიც სინამდვილეში საზიანოა - ეს კი ბევრმა მძღოლმა არ იცის და ამ უცოდინრობის გამო ავტომობილს აზიანებს. სწორედ ამგვარ ჩვევებზე ვისაუბრებთ ქვევით. 1. ცარიელი ავზი არასოდეს არ უნდა დავცალოთ ბოლომდე მანქანის ავზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანქანა ახალი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია საწვავის სისტემის დაზიანების საფრთხე. იდეალურ შემთხვევაში საწვავის დონე არ უნდა ჩამოცდეს ავზის მოცულობის 1\4-ს. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ უმჯობესია საწვავით ავზი ყოველ ჯერზე მთლიანად შეივსოს, იმის მაგივრად, რომ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა ასხათ. 2. ავტომობილის გადატვირთვა ავტომობილს შეძენისას ისიც უნდა გავარკვიოთ, რა მასის დატვირთვაზეა გათვლილი. გადატვირთვა ავტომობილისთვის ძალიან საზიანოა: გარდა იმისა, რომ მალე გამოვა მწყობრიდან, გადატვირთული მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას ან ექსტრემალური სიტუაციის დროს მძღოლისა და მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აგდებს. 3. დაუდევარი ტარება ეს ცუდი თვისება ძალიან ბევრ მძღოლს ახასიათებს. უეცარი ამოძრავება, უეცარი დამუხრუჭება, ავტომობილის დაძვრა გახურების გარეშე - ყველაფერი ეს, მით უმეტეს, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის, ხელს უწყობს დეტალების ცვეთას და ავტომობილის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას. 4. ხელის მუხრუჭი ბევრი მძღოლი შეცდომთ თვლის, რომ ხელის მუხრუჭის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ფერდობზე დგას. ამგვარ სიტუაციებში მისი გამოყენება მართლა საჭიროა იმისათვის, რომ მანქანა არ დაგორდეს. მაგრამ ხელის მუხრუჭის გამოყენება სწორ ზედაპირზე მანქანის დაყენების დროსაც საჭიროა. რატომ? იმიტომ, რომ ხელის მუხრუჭი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს ზეწოლა ავტომობილის გადაბმულობაზე (სცეპლენიეზე), ესე იგი, გახანგრძლივდეს ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობა. 5. ხელი ბერკეტზე ზოგიერთი მოძღოლი ატკიცებს, რომ თუ ხელი გამუდმებით გვიდევს სიჩქარეთა გადაცემის ბერკეტზე, ეს ცუდად აისახება თავად სიჩქარეთა კოლოფზე. რამდენად არის ეს მოსაზრება სწორი, ძნელი სათქმელია და დღემდე ვარაუდის დონეზე რჩება. დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ მოძრაობისას საჭეზე მხოლოდ ერთი ხელი იქნება მოკიდებული, საგრძნობლად გაიზრდება ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი. ასევე საინტერესოა: 1. როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის! 2. რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ 3. როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვის 4. როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქლისგან - 7 უმარტივესი ხერხი 5. ახალი ხუმრობა ქუთაისელ პატრულზე ანუ „ოპელი ვერ გევიგე 2“ 10717 12-ს მოსწონს 1-ს არა
|