სასმელები ანანასის წვენი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2016, 23 დეკემბერი, 14:41 ანანასი - ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფები აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი -(Ananas comosus ანუ Ananas sativus) შეიცავს (%-ებით): 86, 1 წყალს, 4, 5 ინვერსირებულ შაქარს, 6, 9 საქაროზას, 0, 41 აზოტოვან ნივთიერებას, 0, 52 მჟავებს, 0, 42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს.
დალიეთ ყოველ დილას, 1 ჭიქა ანანასის წვენი და იყავით უფრო ჯანმრთელი, ვიდრე აქამდე იყავით! წარმოგიდგენთ ანანასის წვენის 8 სასარგებლო თვისებას: 1 - ანანასის წვენი დიეტურია! თუ გინდათ წონაში დაკლება, მაშინ აუცილებლად მიირთვით ანანსის წვენი. ბოჭკოები, რომელსაც ანანასი შეიცავს, ანელებს მონელებას. აქედან გამომდინარე თქვენ შიმშილობის პრობლემა მოგეხსნებათ და უფრო ნაკლებად მიიღებთ საკვებს.
2 - ღვიძლიდან და ნაწლავებიდან ასუფთავებს პარაზიტებს! ანანასის წვენი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომლის საშუალებითაც ღვიძლიდან და ნაწლავებიდან პარაზიტების განდევნა ხორციელდება.
3 - თიროიდულ სქემებს არეგულირებს! ანანასის შემცვლელობაში შედის იოდი და ბრომელინიც, რომელიც ეფექტურად მუშაობს ავტოიმუნურ დაავადებებისგან თავის დაღწევაში. გარდა ამისა თიროიდულ სიმპტომებსაც ამცირებს.
4 - ელექტროლიტებს აბალანსებს!
კრუნჩებისნაირ დაავადებების წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. კალიუმი, რომელსაც უხვი რაოდენობით შეიცავს ანანასი, ელექტროლიტებს აბალანსებს და აძლიერებს სხეულს.
5 - ეფექტური საშუალებაა ტოქსინების და მძიმე მეტალების საწინააღმდეგოდ! ბოჭკოები, სასარგებლო ფერმენტები და ანტიოქსიდანტები, ასრულებენ დეტოქსის ფუნქციას.
6 - საჭმლის მონელების სისტემას ეხმარება! ანანასის წვენი წმენდს საჭმლის მონელების სისტემას და ნაწლავებს ათავისუფლებს ზედმეტი დატვირთვისგან.
7 - ღრძილებისთვის სასარგებლოა! ანანასის წვენი ღრძილების დაცვასთან ერთად, კბილების გათეთრებაშიც დაგეხმარებათ. განსაკუთრებულად ეფექტურია კბილებიდან სიყვითლეების გაწმენდაში, რომელიც სიგარეტის მოწევის ან ყავის დალევის შედეგად რჩება. 8 - მხედველობას აუმჯობესებს! მოგახსენებთ, რომ ანანსი შეიცავს ბეტა კაროტინს და A - ვიტამინს, რომელსაც მხედველობის გაუმჯობესება შეუძლია.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1 -ლეღვის ჩირი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2 -ბროწეული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 3 -კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4 -ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 5 -საკვები პროდუქტები, რომლებიც კვებავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას! 805 11-ს მოსწონს
|