ამოცანები არის თუ არა ფოტოზე ტბა? დააკვირდით! - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ილუზია! 2016, 22 დეკემბერი, 17:05 ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ოპტიკური ილუზიები, რომელთა ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საკუთარ თვალებს ყოველთვის არ უნდა ვენდოთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ ფოტოს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალ ოპტიკურ ილუზიად იქცა. ფოტოზე, პირველი შეხედვით, ნათლად ჩანს ბუჩქები, მთები და მშვიდი ტბა... თითქოსდა არაფერია არაჩვეულებრივი, სანამ არ დავსვამთ მთავარ შეკითხვას - მართლა არის თუ არა ტბა მოცემულ ფოტოზე, თუ ჩვეულებრივი, დაბალი კედელია? თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ფოტოზე მართლა არ არის არანაირი მშვიდი ტბა. რეალობაში ეს ბეტონის კედელია, რომლის ძირსაც ბუჩქებია ამოსული. აი, ამ გამოსახულებაზე უკვე ნათლად ჩანს კედელი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპტიკური ილუზიები სულ უფრო პოპულარული ხდება. ალბათ ყველას გახსოვთ ილუზია კაბის ფერის შესახებ, რომელზეც 2015 წელს არა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლები დააფიქრა, არამედ არაერთი სატელევიზიო გადაცემის თემადაც იქცა. (გადადით ბმულზე და გაეცანით აღნიშნულ ილუზიას). ამას მალევე მოჰყვა ქურთუკის ფერის გამოცნობაზე შექმნილი ილუზია (მიჰყევით ბმულს). ასევე საინტერესოა: 1. იპოვეთ პანდა - თავსატეხი, რომელიც ინტერნეტ ჰიტი გახდა 2. ექსპრეს-ტესტი, რომელიც გიჩვენებთ გჭირდებათ თუ არა სათვალე 3. რომელი წრეა ცარიელი? - ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან ჯარში წაყვანამდე 4. დააკვირდით ამ გოგოს და გაიგეთ როგორია თქვენი IQ 1705 10-ს მოსწონს 1-ს არა
|