ამოცანები 4 საბავშვო დავალება, რომლებსაც ხშირად მოზრდილებიც ვერ ხსნიან 2015, 31 ივლისი, 15:31 1. ამ მარტივ ამოცანას ჰონგ-კონგში საშუალო სკოლაში მისაღებ მცირე გამოცდაზე აძლევენ პატარებს: რომელ ნომერზე დგას პარკირებული მანქანა?
2. ესეც მეორე ამოცანა სკოლაში მისაღები გამოცდიდან: სკოლამდელი ბავშვები მას 5-10 წუთში ხსნიან, პროგრამისტები - 1 საათში. 3. ამ ტიპის დავალებებს სინგაპურის მესამე კლასის მოსწავლეები ძალიან მარტივად ხსნიან: დააკვირდით რიცხვების თანმიმდევრობას და გაიგეთ რომელი რიცხვები იმალება D-სა და E-ს ქვეშ? 4. ეს თავსატეხი აშშ-ში 12-13 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ კანფეტებიდან 30 კარამელითაა, 25- ქოქოსით, 10 - კარამელითა და ქოქოსით ერთად, დანარჩენები კი საერთოდ გულსართის გარეშე. შეკითხვა: ამ დიაგრამებიდან რომელი ასახავს სწორად ყუთის შიგთავსს?“ პასუხები: 1. პასუხი: 87. საკმარისია, უბრალოდ თავდაყირა შემოაბრუნოთ ნახატი. 2. პასუხი: 2581=2 თითოეულ 4 ციფრიან ჯგუფში საჭიროა მხოლოდ გადათვალოთ ჩაკეტილი წრეები. მაგალითად, 6-იანს 1 ჩაკეტილი წრე აქვს, 8-იანს - 2, ხოლო რიცხვში 6889 – 6 წრეა, და ა.შ. 3. პასუხი: D = 1345; E = 2440. პირველ რიგში მიუმატეთ ერთმანეთს ბოლო რიგირ ორი რიცხვი: 198 + 263 = 461. მიღებული რიცხვი იმ რიცხვზე მეტია, რომელიც მათ ზემოთ არის მოცემული: 461 > 446. გამოაკელით მეტს ნაკლები: 461 — 446 = 15. ასევე გამოვთვლით დანარჩენ წყვილებს და ვნახავთ, რომ ყველგან მივიღებთ 15-ს. ამოხსნაც ესაა. 4. პასუხი: დიაგრამა B. მარტივი არითმეტიკა: რამდენი შოკოლადია მხოლოდ კარამელით? 30 — 10 = 20. რამდენი შოკოლადია მხოლოდ ქოქოსით? 25 — 10 = 15. რამდენი შოკოლადი დარჩა შიგთავსის გარეშე 50 — (20 +15 +10) = 5. 1554 11-ს მოსწონს
|