x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამის შესახებ წიგნებში არ წერენ!
image

image

1. სვით ბევრი წყალი.

2. ისაუზმეთ მეფურად, ისადილეთ – პრინცივით და ივახშმეთ გლახაკივით.
3. მიირთვით უფრო მეტად მცენარეული პროდუქტები და ნაკლებად – პროდუქტები რომლის წარმოებაც ქარხნებში ხდება.

4. უფრო მეტი წიგნი წაიკითხეთ, ვიდრე წინა წელს.
5. დაჯექით სიჩუმეში, თუნდაც 10 წუთით, ყოველდღიურად.
6. იძინეთ 7 საათი.
8. იარეთ დღეში 10-30 წუთი სუფთა ჰაერზე. სიარულის დროს, გაიღიმეთ.




პირადულზე:


1. ნუ შეადარებთ თქვენს ცხოვრებას სხვის ცხოვრებას. თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ მან რა გადაიტანა და როგორი იყო მისი გზა.
2. გათავისუფლდით ნეგატიური აზრებისგან და ნივთებისგან. მათ ნაცვლად, თქვენი ენერგია დადებით აწმყოში დააბანდეთ.
3. აკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად შეგიძლიათ. იცოდეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი.
4. ნუ განიკითხავთ საკუთარ თავს მეტისმეტად მკაცრად.
5. ნუ დახარჯავთ ენერგიას ჭორებზე.
6. ხშირად იოცნებეთ ძილის წინ.
7. შური დროის ტყუილი კარგვა არის. თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.
8. დაივიწყეთ წარსულის პრობლემები. ნუ გაიფუჭებთ მათი გახსენებით აწმყოს.
9. სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა საიმისოდ, რომ ის სიძულვილზე დახარჯოთ. ნუ შეიძულებთ სხვებს.
10. თქვენს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენა ხართ.
11. გაიგეთ, რომ ცხოვრება – სკოლაა, და აქ იმიტომ ხართ, რომ ეს შეიცნოთ. პრობლემები — უბრალოდ სასწავლო პროგრამის ნაწილი არის, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან. მიღებული გაკვეთილი კი სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.
12. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ და იცინეთ.
13. ვალდებული არა ხართ ყველა კამათი მოგებით დაასრულოთ.



ადამიანებთან დამოკიდებულების შესახებ:


1. ხშირად დაურეკეთ თქვენს ახლობლებს.
2. ყოველდღე გააკეთეთ რაღაც კარგი სხვებისთვის.
3. მიუტევეთ ყველას ყველაფერი.
4. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ადამიანებთან, რომელთა ასაკი 0-დან – 6-მდე და 70 წელს ზევით არის.
5. დთეში, უკიდურეს შემთხვევაში, 3 ადამიანს მაინც გაუღიმეთ.
6. ის, რასაც სხვები ფიქრობენ თქვენზე – თქვენი საქმე არ არის.
7. თუ ცუდად გახდებით, თქვენი სამუშაო არ იზრუნებს თქვენზე. ასე, რომ, ნუ დაკარგავთ კავშირს ახლობლებთან და მეგობრებთან.



ცხოვრებაზე:


1. მოიშორეთ თავიდან ყველაფერი, რაც თქვენთვის სასარგებლოდ არ მიგაჩნიათ, რასაც ლამაზად არ თვლით ან რაც სიხარულს არ განიჭებთ.
2. სიტუაცია კარგია თუ ცუდი, ის აუცილებლად შეიცვლება.
3. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, საწოლიდან ადექით, ჩაიცვით და წადით.
4. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ წინ არის.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ცხოვრება არ აგეწყოთ? ნახეთ, იქნებ სამყაროს კანონი დაარღვიეთ

* გაიმეორეთ ეს მაგიური სიტყვები ყოველდღე და თქვენი ცხოვრება შეიცვლება

* 5 ცხოვრებისეული მინი-გაკვეთილი

* ოქროს წესი «3 რამ»

* ცხოვრება რომ გააგრძელოთ...

* ბედნიერების რეცეპტი მეფე სოლომონისგან

* ფრთხილად იყავით ფიქრის დროს – აზრი მატერიალურია

* თუ გინდათ, რომ უკეთესად იცხოვრით... 35 მნიშვნელოვანი აზრი ცხოვრების შესახებ

* 10 უბრალო რჩევა პიროვნული განვითარების და კარიერაული წინსვლისთვის

0
202
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0