სხვა ერთადერთი მსოფლიოში-მცურავი საპყრობილე,რომლიდან გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია 2016, 7 დეკემბერი, 17:29 ![]() Vernon C. Bain-ი ამასთანავე ყველაზე დიდი გამოსასწორებელი კოლონიაა მსოფლიოში. ამ თეთრ-ცისფერი მონსტრის წონა 47 326 ტონაა და შეუძლია დაიტიოს მინიმუმ 800 პატიმარი. ციხიდან გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია.1992 წლიდან დროებით გაქცევა მხოლოდ ორმა პატიმარმა მოახერხა. ![]() პატიმრები მას "კატერს" უწოდებენ.მცურავ საპყრობილეს ციხის ზედამხედველის სახელი, ვერნონ ს. ბაინის სახელი აქვს მინიჭებული, რომელიც პატივცემულ პიროვნებად(ალბათ თავიანთ წრეში)ითვლებოდა. მცურავი ციხის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც კუნძული რეიკერსი ყოფილი პატიმრებით გაივსო. ![]() მიუხედავად იმისა, რომ ციხის მშენებლობა საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა, მთავრობა მაინც კმაყოფილი იყო. Vernon C. Bain-ის მშენებლობა ნიუ-ორლეანში დაამთავრეს, შემდეგ კი ბუქსირით, 1800 მილის გავლის შემდეგ მცურავი ციხე კუნძულ რეიკერსთან დამკვიდრდა. Vernon C. Bain —ის სიგრძე 190 მეტრია, სიგანე 38 მ.ხომალდში განთავსებულია 14 კორპუსი, 100 საკანი და 800 საწოლი. მცურავი გემი აღჭურვილია ყველა საჭირო სტანდარტით.სასეირნო ადგილის და სპორტული მოედნის გარდა, აქ არის ბიბლიოთეკა და ერთბაშად სამი ეკლესია(სხვადასხვა აღმსარებლობისათვის) ![]() ![]() Vernon C. Bain-ის დაარსების დღიდან ციხიდან გაქცევის 4 მცდელობა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ ერთმა შეძლო სრულყოფილად გაქცევა, თუმცა რატომღაც კუნძულის სიახლოვეს დამკვიდრდა და ერთი თვის შემდეგ ისევ დაიჭირეს. მცურავი ციხის პრაქტიკა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, კოლონიალური ევროპიდან მოდის.მაგალითად ბრიტანელები თავიან კოლონიებში გემებს ტუსაღების დასამწყვდევად იყენებდნენ. ![]() ![]() კოლონიალურ ეპოქაში მსგავსი მცურავი ციხეები იყო ავსტრალიაშიც და ამერიკაშიც თან გემებს საკმაოდ ირონიული სახელები ერქვათ.მაგალითად:"ბედნიერება", "მოგზაურობა" ან "თავგადასავალი". იხილეთ აგრეთვე: მსოფლიოს ყველაზე საშინელი ციხეები მსოფლიოს საუკეთესო ციხე სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი ფოტოები 531 6-ს მოსწონს
|