კულტურა რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში! (ყველაზე დრამატული ფოტოები) 2016, 9 დეკემბერი, 12:14 სირია, მთელი მსოფლიოსთვის მტკივნეული და ამავდროულად საშინელი ქვეყნაა. სირიის არაბული რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვისსანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185.180 კვ.კმ-ს. ამ მუსლიმანურ ქვეყნის დედაქალაქია - ისტორიული ქალაქი დამასკო. სირიის მემკვიდრეობაშია - პალმირა, რომელიც რომაული პერიოდის ბრწყინვალე ნაქალაქარია. რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში?! - რათქმა უნდა ძალიან რთულია. ბავშვებისთვის ყველაზე ცუდ საცხოვრებელ ადგილად სირია გამოცხადდა, ყოველდღე ათობით უდანაშაულო ბავშვი, ლიდერი ქვეყნების დაბომბვის შედეგად იღუპება.
100 000 -ზე მეტი ბავშვი, რომელიც ომის ეპიცენტრში იმყოფება და გადარჩენისთვის, ზოგჯერ ღამითაც არ იძინებს! ეს მათი მათი უბედური ბედისწერაა... 2017 წელს უკვე მეექვსე წელი გახდება, რაც სირიაში ომი მიმდინარეობს, ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ 5 წლის უმრან დაქნეშს, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბავშვების დრამატულ ცხოვრებას სირიაში! სირიაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, 5 მილიონ ბავშვს, აქვთ სხვადასხვა ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური პრობლემები. ისინი ყოველ წუთს სიკვდილის შიშით ცხოვრობენ! ძალიან ბევრი ბავშვი, იძულებული გახდა გადასულიყო ლტოლვილთა ბანაკში, სადაც საკმაო განათლებას ვერ იღებენ. ვისი ბრალია ეს ყველაფერი თუ არა ტერორისტების?!! სამწუხაროდ რამოდენიმე ბავშვის მამაც მაგ ტერორისტებს შორისაა და ისინი შორიდან უყურებენ საკუთარი შვილების ტანჯვას, ჯოჯოხეთურ ცხოვრებას!
გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებს 10 000 ბავშვის სიკვდილი მოჰყვა, ხოლო UNICEF(გაეროს ბავშვთა ფონდი)- ის თანახმად ეს ციფრები ბევრად აღემატება 10 000-ს...
აი ის ბავშვი, რომელსაც ფოტოაპარატი, ცეცხლასასროლი იარაღი ეგონა! ამ ფოტოს ემოციების გარეშე ვერ შეხედავთ!
რა სჭირს მსოფლიოს?! რა სჭირს საფრანგეთს? აშშ-ს? რუსეთს? თურქეთს? ისინი ხომ ჯერ კიდევ ბავშვები არიან...რატომ კლავენ? ყველაფერზე არსებობს პასუხი, თუმცა ყველა პასუხი გასამართლებელ საბუთს არ ნიშნავს! წარმოგიდგენთ ყველა დრამტულ ფოტოებს სირიიდან, სადაც ბავშვების რთული ცხოვრებაა აღწერილი!
იხილეთ ასევე:
1 - რატომ მიიპყრო საუდის არაბეთმა მსოფლიოს ყურადღება?! 3 - "ცოცხლად ჩამარხულები" - აპოკალიფსური სოფელი რუსეთში! 4 - მდიდარი ახალგაზრდების, გაბრწყინებული ცხოვრება საბერძნეთიდან! 5 - ბრიტანეთის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!
576 8-ს მოსწონს
|