სხვა "ცოცხლად ჩამარხულები" - აპოკალიფსური სოფელი რუსეთში! 2016, 1 დეკემბერი, 15:48 რუსეთი როგორც იცით ერთ-ერთ ზესახელმწიფოა მსოფლიოში, კარგად განვითარებულ ქვეყენაში, ულამაზესი ქალაქებია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მილიონობით ადამიანი სტუმრობს! თუმცა რუსეთში არის ისეთი საშინელი და მიუვალი ადგილებიც, რომლების შესახებაც თითქმის არაფერი იცით. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს... სათაური ჩემი მოგონილი არ არის! ეს არის სოფელი, რომელსაც ზედმეტსახელად "ცოცხლად ჩამარხულებს" ეძახიან! რატომ?! ამას სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენც მიხვდებით! შოინა - სოფელი, რომელიც რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თეთრი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. სოფელი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადგილია ჩვენს პლანეტაზე, თუმცა ადგილობრივ რუსებისთვის, ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა! სოფელ შოინაში, ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს ბევრად ჩამორჩება. არხანგელ ნენეტსკის ავტონომიაში მდებარე სოფელში, ბუნებრივი მოვლენები აქტიურობენ. სოფელი დღითი-დღე ქვეიშაში იმარხება!
საბჭოთა კავშირის პერიოდში, სოფელს 1500-ზე მეტი მოსახლე ჰყავდა, მაგრამ დღეს მხოლოდ 400 მოსახლეა დარჩენილი. ადგილობრივების ძირითად შემოსავლის წყაროს თევზაობა წარმოადგენს. დროთა-დრო კლიმატის მკვეთრ ცვლილებას ქვიშის კატასტროფა მოჰყვება, რაც სოფელს საგრძნობლად აზარალებს. ზოგჯერ თენდება ისეთი დილა, რომ სახლები თითქმის ქვიშის საფარშია მოყოლილი, ბუნებრივ კატასტროფას ძალიან ბევრი მსხვერპლი ჰყავს. ადგილობრივები ძირითადად ამ კატასტროფით იღუპებიან. ამოვარდნილი ქარიშხალი სასაფლაოსაც აზარალებს! სოფელში არ გადის რკინიგზა, გემებიც იშვიათად ჩნდებიან, ძირითადად მოგზაურობა ხორციელდება თვითმფრინავის და ვერტმფრენის საშუალებით! წარმოგიდგენთ საინტერესო ფოტოებს სოფელ შოინიდან...
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1 - ჰერაკლიონი - საიდუმლო, ჩაძირული ქალაქი! 2 - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დაკარგული ქალაქები! 3 - ევროპის ყველაზე თვალწარმტაცი ციხესიმაგრეები! 4 - 20 ქვეყანა, სადაც მოქალაქეობის მიღება-გაცემა ფულის სანაცვლოდ ხდება! 1238 10-ს მოსწონს
|