x
image
alex999
20 ქვეყანა, სადაც მოქალაქეობის მიღება-გაცემა ფულის სანაცვლოდ ხდება!
მოქალაქეობა არის - პოლიტიკური და იურიდიული კავშირი ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის, ამ კავშირიდან მომდინარეობს მოქალაქის შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. მოქალაქეობის მიღება სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებში მარტივი სულაც არ არის, საჭიროა რამოდენიმე წელიწადი ქვეყანაში
გაატაროთ, რომ მიიღოთ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეობა. თუმცა არიან
ისეთი ქვეყნებიც, სადაც მოქალაქეობის მარტივად აღებაცაა შესაძლებელი, წარმოგიდგენთ ამ ქვეყნებს:

image



1. მალტა - 650 000 ევრო


image



მალტაში მოქალაქეობა 650 000 ევრო ღირს! მალტა არის ევროკავშირის წევრი და

ასევე აშშ-სთან ანხორციელებს სავიზო რეჟიმს, აქედან გამომდინარე მოქალაქეობაც

საკმაოდ ძვირი ღირს. მალტის მოქალაქეობა, ევროპის მოქალაქეობას ნიშნავს.




2. სინგაპური - 2 000 000 დოლარი


image


თუ გაქვთ ანგარიშზე 2 000 000 დოლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ

გახდეთ სინგაპურის მოქალაქე. ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში მოქალაქეობაც

კი ძალიან ძვირადღირებული ყოფილა.




3. ავსტრია - ფასი გაურკვეველია


image


ავსტრიაში მოქალაქეობის გაცემა თანხის სანაცვლოდ ხდება, თუმცა რა თანხაზეა

საუბარი, ეს უკვე გასაიდუმლოებულია. მოქალაქეობის მისაღებად ასევე საჭიროა

დამატებითი ნიჭიც, უნდა იცოდეთ ან აკეთოთ რაღაც განსხვავებული.




4. ბელგია - 3 წელიწადი


image


ბელგიის მოქალაქეობის მისაღებად, საჭიროა 3 წელი გაატაროთ ქვეყანაში. ამ პროცესის

შემდეგ, თქვენ სახელმწიფოსგან იღებთ შეთავაზებას მოქალაქეობის მიღების თაობაზე,

რაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხორციელდება.




5. კვიპროსი - 3 000 000 დოლარი


image


არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კვიპროსში

მოქალაქეობის მიღება 3 000 000 დოლარამდე აღწევს!




6. მონტენეგრო - 500 000 ევრო


image


ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, მონტენეგრომ მიიღო დამოუკიდებლობა.

ქვეყანაში მოქალაქეობა 500 000 ევრო ჯდება.




7. ანტიგუა და ბარბუდა - 400 000 დოლარი


image


მოდი ამ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს თავი დავანებოთ და გავიხედოთ ულამაზეს

კუნძულოვან ქვეყნებში. ერთ-ერთი მათგანი ანტიგუა და ბარბუდაა. კარიბის ზღვის

ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში მოქალაქეობა 400 000 დოლარი ჯდება.




8. დომინიკები - 100 000 დოლარი


image


კიდევ ერთი კუნძულოვანი ქვეყანა - დომინიკები. ამ ქვეყანაში მოქალაქეობა ფულით

არ იყიდება, თუმცა 100 000 დოლარი უნდა შეიტანოთ ქვეყნის ერთ-ერთ ბანკში,

სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ უფასო მოქალაქეობას!





9. ჰაიტი - 100 000 დოლარი


image


ჰაიტის მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა გადაიხადოთ 100 000 დოლარი თუ მარტო

ხართ. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლესთან ერთად გსურთ მოქალაქეობა, მაშინ 150 000

გადახდა მოგიწევთ.




10. გრენადა - 100 000 დოლარი


image


გრენადაში ყველა პირობა იგივეა, რაც დომინიკებში.




11. ტურკსის და კაიროსის კუნძულები - 250 000 დოლარი


image


კარიბის ზღვის, ლივარდის კუძულებზე მდებარე ამ კუნძულოვან ქვეყანაში

მოქალაქეობა 250 000 დოლარის სანაცვლოდ გაიცემა. ქვეყანაში სასტიკად

აკრძალულია ირანელისთვის მოქალაქეობის გაცემა.




12. დიდი ბრიტანეთი - 5 წელიწადი


image


ბრიტანეთის მოქალაქეობა საკმაოდ ძვირი ჯდება. 5 წლის განმავლობაში

1 000 000 000 გირვანქა სტერლინგის შენატანი უნდა გააკეთოთ, ამ პირობის

შესრულების შემდეგ, თქვენ გახდებით დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი

მოქალაქე.




13. მაკედონია - 400 000 დოლარი


image


მაკედონიის მოქალაქეობა 400 000 დოალრი ჯდება, ამასთან ერთად, აუცილებლად

უნდა დაასაქმოთ მინიმუმ 10 კაცი მაინც.




14. ალბანეთი - 200 000 დოლარი


image


ალბანურ ეკონომიკაში თუ შეიტანთ 200 000 დოლარს, მაშინ თქვენ ავტომატიურად

გახდებით ქვეყნის მოქალაქე.




15. გერმანია - 250 000 ევრო


image


გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად თქვენ უნდა გადაიხადოთ 250 000 ევრო, ამასთან

ერთად თქვენ რამოდენიმე წელი უნდა დაყოთ ქვეყანაში და კარგად იცოდეთ ენა.




16. გვატემალა - 50 000 დოლარი


image


5 წლის განმავლობაში თუ ტქვენ გვატემალას ბიუჯეტში 50 000 დოლარის სარგებელს

შეიტანთ, თქვენ გადმოგეცემათ ქვეყნის მოქალაქეობა.




17. ჰონგ-კონგი - 1 260 000 დოლარი


image


აზიის ინდუსტრიის, ტურიზმის და სავაჭრო ცენტრად ცნობილ ჰონგ-კონგში

მოქალაქეობის მიღება 1 260 000 დოლარი ჯდება.




18. კანადა - 400 000 დოლარი


image


თუ გაქვთ ანგარიშზე 800 000 დოლარი და აქედან 400 000 გადარიცხავთ

კანადის ბიუჯეტში, თქვენ ავტომატიურად გახდებით კანადელი.




19. სლოვაკეთი - 1 000 000 დოლარი


image


ევროკავშირის წევრი ქვეყანა სლოვაკეთი, მოქალაქეობის სანაცვლოდ მილიონ

დოლარიან შენატანს ითხოვს.




20. ურუგვაი - ყველაზე მარტივი პირობებით


image


ურუგვაიში მოქალაქეობის მისაღებად საჭირო არაა დიდი თანხების შეტანა ან გადახდა,

უბრალოდ უნდა გქონდეთ მინიმუმ 1200 დოლარიანი სამსახური და 3 წლიანი

ურთიერთობა ქვეყენასთან, ამის შემდეგ სამხრეთ ამერიკის "ევროპულ" ქვეყანაში

მიიღებთ სრულუფლებიან მოქალაქეობის სტატუსს.








დიდი მადლობა ყურადღებისთვის!



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


2
3271
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3271
  
2016, 10 ოქტომბერი, 23:14
:-D ashkarad
2016, 10 ოქტომბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2